* * *
ქუჩა, რომელსაც სახელი არ აქვს
და სახლი რომელსაც ნომერი არ აქვს,
გამოასვენეს თითებდაჭრილი,
ტყვედჩავარდნილი ჯარისკაცი.
”მე გადავცურავ ზღვას” –
მისი ფანჯრის ქვეშ წარწერა დარჩა
განშორება
სახლი გადავაწყვე ერთ არაკაცზე
თეფშები დავრეცხე და შევინახე,
მაცივარშივე ვჭამ
ყველაზე უფრო გრეჩიხის სუპო მენატრება,
არასდროს მიკითხავს რეცეფტი სულ გამიკეთებდი მეგონა
* * *
ჩემი პატარა სახლი მინდა გავანიავო, სახლი რომელშიც ვყარვარ, ფანჯარას ვაღებ და ქალაქი მიჭრს კისერში ხელებს, მაცლის ჟანგბადს.
* * *
გაითავისუფლეთ ცვილით დაცობილი ყურები,
ვდუმვართ ჩენ, პოეტები საქართელოსი,
ვდუმვართ იმ დუმილით,
სირინოზების მათრობელი გალობა რომ სჯობდა,
რომელსაც უკვე ვერ გადურჩებით.
***
ჩემი სახლის ქვეშ, ფსიქოტროპულში,
ყოველ ღამე მოდის მანქანა, ტოტო კუტუნიოს სიმღერებით
* * *
ათი წლის მერე,
ყველაფერს შენი სახელი დარჩა პაროლად
* * *
ღამე გასანთლული პირით მოდის,
ვერც ცრემლით დაალბობ და ვეღარც გაათენებ,
შენი სულის ჭიშკარი ჩარაზულია ჩემთვის.
ვაფასებთ თქვენს გეგმებს, – მითხრა სადაზღვეო აგენტმა.
ბანკები გასცემენ საბინაო სესხებს ოჯახებისთვის, ჩემი გასაღების დუბლი კი სახლის წინ არის დაფლული, ბაღში.
* * *
ერთმანეთთან გაყრის გრამატიკა გვეუბნება, გაიტანე გასაღების დუბლიკატი და დაფალი უახლოეს ბაღში, ასე, ისევ ურითმოდ რომ არ მოგიხდეს კარების ჩამტვრევა.
* * *
წარმოიდგინე ფიფქები,
წარმოიდგინე ფიფქების მუსიკა,
წარმოიდგინე ცეკვავ,
წარმოიდგინე მარტო არა ხარ,
სიცივით გცივა, მაგრამ შენ ეს არ ხარ.
