ორი ჩემოდნით დაწყებული ახალი ცხოვრება (ინტერვიუ)

სათაური

 

უკეთესი ანაზღაურების და საცხოვრებელი პირობების ძიებაში, საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. მიგრანტთა ამ მზარდი ნაკადის მნიშვნელოვანი წილი ლგბტქ+ ადამიანებზე მოდისმათ ქვეყნიდან წასვლას სიღარიბის გარდა, სამუშაო ადგილებზე, ქუჩებსა და ოჯახებში ჩაგვრა და ძალადობა აიძულებთ. ქვიარ თემის იმ წარმომადგენელთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში ცხოვრებას უცხო ქვეყნებში ლტოლვილობა არჩია, უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. „თანასწორობის მოძრაობისანგარიშში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციას მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე 2024 წელს 10-ჯერ მეტმა ქვიარმა მიმართა.

 

ქვიარ ადამიანების მიგრაციის ეს განსაკუთრებულად მასშტაბური ტალღა რეაქციაა ჰომოფობიურ ნარატივზე, რომელზეცქართულმა ოცნებამწინასაარჩევნო კამპანია დააშენა. ხელისუფლებამ ლგბტქ+ პირებთან დაკავშირებული საკითხები გააქრო ადამიანთა უფლებების ეროვნული სტრატეგიიდან და სამოქმედო გეგმიდანაც. საბოლოოდ კი, მიიღო წინასაარჩევნოდ დაპირებული ანტილგბტ კანონიოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”, რომელიც უხეშად არღვევს ქვიარ ადამიანების უფლებებს, მედიას, სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცეებს კი უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

 

ანდრო დადიანის სახელით ცნობილი ქვიარ ხელოვანი, რომელიც თავისი შემოქმედებით სოციალურპოლიტიკურ საკითხებს ეხმიანება და განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა ტრადიციული აზროვნების ფორმების მიმართ, ერთერთია, ვინც საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა. ანდრო გვიყვება, რამ აიძულა ქვეყნიდან წასვლა და რა გზას გადის ახლა, როგორც ემიგრანტი.

 

***

 

ქვეყნის დატოვებაზე ადრე არასდროს მიფიქრია, პროფესიაც კი შევიცვალე, რომ საქართველო არ დამეტოვებინა. თუმცა ბოლო დროს ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ეს მელოდა. ბოლო სოლო გამოფენაზე, ექსპოზიცია დავასრულე წლების წინ გადაღებული ფოტოთი, სადაც სკამზე ვზივარ, ჩემივე გაკეთებული კოსტიუმი მაცვია, ფეხები ამოგლეჯილი ფესვებია, ტანზე ლოკოკინები მაცოცდებიან და სახე ლოკოკინებითაა დაფარული. შემჩნეული გექნებათ ხე, რომ კვდება და ლპება, ლოკოკინები შეესევიან ხოლმე. არ ვიცი, რატომ წარმოვისახე ჩემი თავი წლების წინ ასე და რატომ გამოვიტანე ეს ფოტო მაინცდამაინც ბოლო ნამუშევრად გამოფენაზე, მაგრამ ამიხდა – ახლა მართლა საკუთარი მიწიდან ამოთხრილი ვარ, იმედია გადარგული ვიქნები, გადავრჩები და ლოკოკინები არ შემესევიან.

 

სახლის დაცლა მას შემდეგ დავიწყე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. წლების მანძილზე ნაგროვები ნივთების ნაწილი მშრალ ხიდზე გავიტანე, ნაწილი სხვენში გამოვკეტე. 400-მდე წიგნი რაც ვერ გადავინახე, მეგობრებში დავაჩუქე. სულ მილევად რეჟიმში ფაცი-ფუცით ვაკეთებდი ყველაფერს, მეშინოდა რაიმე დაუსრულებელი არ დამრჩენოდა. ჩემს ირგვლივ მდომარეობა განსაკუთრებით გასული წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე „ქართული ქვიარ პოეზიის ანთოლოგიის“ პრეზენტაცია წარვადგინეთ მკითხველთან. წიგნში ქართველების მიერ გაკერპებული კლასიკოსი მწერლებიც მოხვდნენ, მათ შორის, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, ნიკო სამადაშვილი… ამ დროს ქვეყანაში უკვე გაძლიერებული იყო ჰომოფობიური განწყობები, ანტი-ლგბტ კანონი კი – მიღებული. რაც აზრისთვის, ფიქრისთვის პოლიიის ჩაყენებაა, წიგნი კულტურაზე შეტევად აღიქვეს როგორც ჩანს… პირველი „კეთილი რჩევა“ უცნობი ბიჭისგან მივიღე, რომელმაც Grindr-ზე მომწერა და შეხვედრა მთხოვა. მითხრა, ხომ ხედავ რაც ხდება ქვეყანაში, წადიო. ამ სიტყვებს ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მივაქციე, რაც იგივე სხვამაც გამიმეორა, ისიც Grindr-ით გამეცნო და მიჯრით. ბოლო გაფრთხილება ნათესავისგან მივიღე, რომელიც საზღვარგარეთ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს და ჩემთან დასალაპარაკებლად სპეციალურად ჩამოიყვანეს. ორუელზე შეყვარებულებისთვის აზრ-კრიმინალი აღმოვჩნდი როგორც ჩანს, სახლში დაძაბული ვიყავი, სულ ველოდი, რომ ვინმე დამიკაკუნებდა და გარეთ ყოფნის დროს ჩადებულ იარაღს ან ნარკოტიკს აღმომიჩენდნენ. გარეთ ხომ სრულიად დაუცველია თბილისში ადამიანი, სახლიდან გასვლამდე ყველაფერს ვშლიდი ტელეფონში, აუცილებელ საკონტაქტოს ხელზე ვიწერდი, ტელეფონი რომ წაეთმიათ…  გადავწყვიტე, ამ სიტუაციას დროებით გავრიდებოდი.

 

ბერლინში ორი ჩემოდნით და ბევი, ჩუმი იმედით ჩავედი და ვგეგმავდი, რომ 3 თვეს დავყოფდი შენგენის ზონაში, პოლიტიკური სიტუაცია შეიცვლებოდა და დავბრუნდებოდი საქართველოში. წამოსვლაში ერთი არასამთავრობო დამეხმარა, მაგრამ ორგანიზაცია მალევე დააყადაღა. „ოცნებამ“, ჩემი სახსრებით ცხოვრებაც აღარ შემეძლო, საქართველოშიც არაფერი იცვლებოდა და ჩამოვედი ბელგიაში, ლტოლვილად ჩასაბარებლად. ლტოლობის გამო დაშორება მომიწია ჩემს ძაღლთან, რომელიც ერთადერთი არსებაა, ვინც მყავს ამ სამყაროში.

 

ბრიუსელში ერთ-ერთ  ლტოლვილთა თავშესაფარში მოვხვდი, რომელიც ორი საუკუნეა ჯერ ქალთა კოლონია, მერე ფსიქიატრიული და ახლა ლტოლვილთა თავშესაფარია, უმძიმესი ენერგიითაა გაჟღენთილი იქაურობა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი გაუბედურებული ადამიანი ცხოვრობს შენობაში, თვეში რამდენიმე იკლავს თავს თურმე, ამიტომ მინის ნაცვლად პლასტმასის ჭიქებს გვაძლევდნენ, კედლებზე სარკეების ნაცვლად ალუმინის ფირფიტები ჰკიდია, რომ ვენები არ გადაიჭრან ადამიანებმა. აქაური სოციალური მუშაკები და მთელი სისტემა  გულით ცდილობენ დახმარებას, მაგრამ სულ რომ ვარდებით მოდიოდნენ ყოველდღე, მაინც ძალიან რთულია იქ ცხოვრება.

 

ჩემი საერთო საცხოვრებელი ყოველდღე თავშესაფრის მაძიებელთა ახალ ნაკადს იღებდა, აქედან 4-5 ადამიანი მაინც იყო ქართველი. იმდენად ბევრი ბარდება ლტოლვილად, რომ თავშესაფრში წარწერებს ქართულად აკრავენ.

 

ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, განსაკუთრებით ქვიარებმა, რომლებიც არა მარტო შიმშილს, დაბალ ხელფასს და უსამათლობას, არამედ სიკვდილს გამოვექეცით საქართველოდან. ჩვენ გადავჩით, მაგრამ თუ ვერ შევცვლით მდგომარეობას, წარმოდგენაც არ მინდა რისი გადატანა მოუწევს მომავალ თაობებს მაგ სულიერი ანორექსიის პირობებში.  

 

ჩაბარების პუნქტში უსინათლო, ბათუმელი ტრანსგენდერი გოგო გავიცანი და მალევე დავახლოვდით, ვეხმარები და მას, როგორც შშმ პირს და მე, როგორც მის დამხმარეს, ცალკე ოთახი გამოგვიყვეს. შემდეგ კი თავშესაფრიდან, სოციალურ სახლში გადმოგვიყვანეს.  ახლა ინტერვიუების ეტაპზე ვარ. პირველი მარტივია, მეორე რთული, – შეიძლება რამდენიმე დღეც გაგრძელდეს, რომ ამომწურავი იყოს ფაქტების მიმოხილვა.

 

აქ როგორც ხელოვანს არ მიცნობენ, ამიტომ სრულიად უფუნქციოდ ვარ, სოციალური უფსკრულის ფსკერზე აღმოვჩნდი და აქედან როგორ ცამოვძვრები არ ვიცი, რაც  ასკეტური შრომით და ხშირად შიმშილის ფასად ვაკთე, ყველაფერი აორთქლდა, ქარმა წაიღო. ჩემი შემოქმედებითი ენერგია, ქუჩებში თავიდან მოშორებული ნივთების ვაგროვებაში და მათ მოვლა-მოფერებაში იხარჯება, ვისაც სჯერა ნივთების სულის და ვისაც მიტოვება-უარყოფა გამოუცდია, გამიგებენ მათთან რა საერთო მაქვს. დიდი ნივთები თუა სკულპტურასავით ავახოხოლავებ ხოლმე ქუჩაში და ვტოვებ, პატარები სახლში მომაქვს.

 

პუბლიკამ, რომელსაც მანდ ვუყვარდი რაღცნაირად ზურგი მაქცია, რამდენჯერაც რაიმე დავწერე სოციალუ ქსელში, ვგრძნობ, რომ უნდათ გამაჩუმონ, წახვედი და ჭკუას ნუღა გვასწავლიო. ასე აღიქმება აქედან ყველაფერი. მესმის მათი, თვლიან, რომ როგორც ერთმა ჯარისკაცმა, მივატოვე ისინი და მსჯიან ამისთვის, შეიძლება სამართლიანადაც. აქ წამოსულები  ფიზიკურად გადავრჩით და ვცდილობთ, ჩვენი სხეულებით კონტრაბანდასავით გადმოტანილი ქართული კულტურა შევინარჩუნოთ, რომელიც მანდ მოღლატეების ხელით უნდა გაანადგუროს რუსეთმა, მარტო ფიზიკური ძეგლების მოსპობა-მიტაცება არ ჰყოფნით მათ, ცდილობენ გაგვძარცვონ რწმენისგან, რომ ბოროტს კეთილი ძლევს, რომ რიგითი რუსი, მორჩილი ბიოლოგიური ორგანიზმი გამოიყვანონ ჩვენსგან. ცდილობენ მეგობარს მეგობარი დაასმეინონ, მოსპონ ხალხური პოეზიის, ფიროსმანის და ვაჟას ჩადებული ჰუმანურობა; ქართული ენის ძირი უნდათ წაშალონ, თანასწორად რომ უყურებს სამყაროს და სქესებად არ ჰყოფს ადამიანებს.

 

და იცით, ყველაზე მეტად ამ ენის გარეშე ყოფნას განვიცდი. წარმოიდგინეთ, დადიხარ  ქუჩაში და ქუჩა შენს ენაზე აღარ ლაპარაკობს, უცხოა, კი არ ლაპააკობს, ბზუის უბრალოდ. პირუტყვი, ენით დაკოდილივით ვარ, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ადამიანურობის გამოხატვა, ენა ყოფიერების სახლია და მე უენოდაც და დავჩი და უსახლოდაც. მენატრება ჩემი პატარა სახლი, რომელიც წლების მაძილზე ჩემი კანის გაგრძელება იყო და მიცავდა იმ მტრულ გარემოში, ჩემი სამუშაო სივრცეც იყო ის და ადგილი სადაც 10 წელი ჩემს შეყვარებულთან ერთად ვიცხოვრე და იმ სიყვარულის ნაკვალევიც იმ სახლში დარჩა. ახლა ცხოვრების იმ წერტილში ვარ, საიდანაც წარსულიც შიშშია გახვეული და მომავალიც, რა შემიძლია ამ მყიფე წერტილიდან გარდა იმისა, რომ მთელი სულიერი კონცენტრაციით ცათამბჯენ წყევლას ვუთვლი, ოთხ კუთხივ და ოთხივ სეზონზე ჩვენი ქვეყნის გამყიდველებს…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *