თარგმნა დავით თარბამ და ანდრო დადიანმა
ახმოვანებს გიგი რეხვიაშვილი
.
მთელი დღეები როგორც ბერი ისე ვმუშაობ,
ღამით კატასავით დავწანწალებ, სიყვარულს ვეძებ,
სულის სინაზით მისტიფიკაციის კანონებს ვპასუხობ და
და ამ უფლებისთვის საჭიროა ვინმემ წმინდა ხელი გამომიწოდოს.
თავზე ვძალადობ,
მეცნიერულად ვუთვალთვალებ სურათს ეკრანზე, ლინჩის სამართალს
ვერ ვიტან, მაგრამ სტრიქონებს ვუძღვნი სიყვარულიანს.
ვზივარ,
ღალატს ვსწავლობ როგორც ტირილის საშენ მასალას
და შორიდან შევყურებ,
არ ვიყო თითქოს მე მისი ლუკმა.
მეცოდებიან ფაშისტები დიდიც პატარაც,
მეცოდებიან ამ უღრმესი ბოროტებისთვის,
მათ წინააღმდეგ ბრაზიანი ვდგავარ,
თუმცაღა უემოციო, როგორც ფრინველი ყოვლის მნახველი
უპატიებელ ცოდნებით სავსე ცაში აჭრილი.