მინიმები


* * *
ათი წლის შემდეგ
ყველაფერზე მისი სახელი
დამრჩა პაროლად


* * *
შავი თუთით მელოტზე ვახატავდი
გაცვენილ შეყვარებულს გაცვენილ თმებს


* * *
გაფითრებული პლასტიკით
ცით
ჩრდილით
ლოცვით


დედაჩემის სააღდგომო ნატურმორტი

დაღლილმა ხელები დაიწყო გულზე და მისი ძილი გათენდა,
პასკის სუნია მაგიდაზე და კვერცხების ჩრდილები
თრთის სანთლის ალი


* * *
გაფითრებული ნაბიჯებით
მოლოდინით
პლასტიკით
ყმუილით დამარხულით
ცით
ლოცვით
ჩრდილით


* * *
გზაზე დაყრილი მიცვალებულის ყვავილებით მივულოცე დედას დაბადების დღე



* * *
გაფითრებული ნაბიჯებით
მოლოდინით
პლასტიკით
ყმუილით დამარხულით
ცით
ლოცვით
ჩრდილით


* * *
გზაზე დაყრილი მიცვალებულის ყვავილებით მივულოცე დედას დაბადების დღე

* * *
წვიმაა თუ კონდენციონერები წვეთავს ზედა სართულებიდან ?

* * *
მინდოდეს რამე ნეტა




Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *