ტატო ჩანგელია – პირველი ქართველი ქვიარ პოეტი

დადიანის ლექსებს ინტერნეტში გადავაწყდი და მას შემდეგ ჩემი საყვარელი ავტორების სიაში დაიდო ბინა, ამის მიზეზი დამაინტრიგებელი თემების გარდა, საინტერესო და დინამიკური თხრობის სტილია, ის მოცემულობისგან ერთ ნაბიჯს დგამს და საკითხს შორიდან აკვირდება, რაც მის ტექსტებს ხშირ შემთხვევაში ექსცენტიული პასაჟებით ტვირთავს. გარდა ამისა ეროტიკული კადრების მეშვეობით გასაოცარ ექსპრესიას გვთავაზობს. მას ერთდროულად აქვს ათვისებული ქართული და ამერიკული პოეზია, თეოლოგიური პოეტიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები და პასაჟები, რისი დახმარებითაც აყალიბებს ესთეტიკურ კოდებს და ადამიანისთვის ყველაზე პოლიტიკურს – პირადს, პოეტურ ფორმაში აქცევს, რომელიც ზოგჯერ “მკრეხელურ” სახეს იღებს, რაც ქართული ლიტერატურისთვის ცოტა არ იყოს უცხოა.

ლევან მამალაძის ფოტო 

როცა დადიანზე ვსაუბრობთ, მე მაინც მგონია, რომ პირველ რიგში მისი განხილვა პოლიტიკურ-სოციალური ჭრილიდან უნდა მოხდეს, რადგან ის პირველი ავტორია საქართველოში, ვინც ქვიარ თემატიკა აითვისა და სექსუალობაზე დაიწყო საუბარი, რა ფაქტმაც უამრავ სხვა დამწყებ ავტორს მისცა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წერო მშობლიურ ენაზე შენი სქესის ადამიანის სიყვარულზე, ვნებაზე, ღალატზე, ლტოლვაზე და ა.შ. რაც ასევე უცხოა ქართული ლიტერატურისთვის, რამდენიმე საკამათო მაგალითს თუ არ ჩავთვლით.

თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანდრო დადიანი ქვიარ ავტორია, შეიძლება იყოს კიდეც, უბრალოდ მე ვფიქრობ, ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე სიტყვათა შეთანხმება: “ქვიარ ავტორი”, ანუ ის იდენტობის მიღმაა, და ეს იარლიყი სწორედ კრიზისმა; ვიწრო სახელოვნებო პირობებმა გამოიწვია.

 

გამოქვეყნებულია ინტერნეტჟურნალში ”თემიდა”
13. 05. 2017.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *