ტატო ჩანგელია – შემოდგომის პანაშვიდი

პერფორმანსისავტორი – ანდროდადიანი

მონაწილე – მარია კასენკოდა სხვადასხვა ნივთები ოთახში

ლოკაცია – ვაჟა–ფშაველასგამზირზემდებარეერთ–ერთიკორპუსის, ერთ–ერთიბინა

მიძღვნა – ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნას

გენიალური რუსი მწერალის, ვიქტორ პელევინის მხოლოდ ერთი ფოტო იყო წლების განმალობაში ინტერნეტ სივრცეში განთავსბეული, რამაც უამრავი ეჭვი გააჩინა, ზოგი თვლიდა პელევინი საერთოდ არ არსებობს და ის მიწისქვეშა ორგანიზაციების პროექტიაო, ზოგი კი მას ხელოვნურ ინტელექტად მიიჩნევდა. იდენტური კითხვები შესაძლოა გაჩნდეს ანდრო დადიანზეც, მისი ლექსები რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, ხოლო მისი ჰაბიტუსის შესახებ კი არაფერ ვიცით. 17 მაისს მოვკარით თვალი, (შესაძლოა ის არ ყოფილიყო) ულამაზესი შინდისფერი კაბა ეცვა, თავზე უზარმაზარი თავსაბურავი ეფარა, იდგა ნეონებით განათებულ ყუთში და ხროხინითა და ემოციით ლექსად შეთხზულ ამბებს გვიყვებოდა. ამჯერად, ამ პერფორმანსზე თავი არ გვანახა, ორგანიზატორებმა ასე გვითხრეს უცხოეთშია, თუმცა ყველაფერი რაც აქ მოხდება მისი შინაგანი მდგომარეობის სუბლიმაციაო. ჩვენც ამას უნდა დავჯერდეთ, სხვა რა გზა დაგვრჩენია.

ლოკაციამ 90-იანი წლების ესთეტიკა გამიღვიძა, უფრო სწორად წარმოვიდგინე, რადგანაც იმ ბნელ და ტკბილ პერიოდს არ მოვსწრებივარ. ბნელი სადარბაზო, ლიფტი არ მუშაობს, ფეხით ავდივართ დანიშნულების ადგილზე, მეშვიდე სართულზე. კიბეებზე ყვავილებია მოყრილი – პანაშვიდის სიმულაკრი იქმნება. შევდივართ მისაღებ ოთახში, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს გამოფენაზე მოვედი – გარდაცვლილის ფოტოები, კედელზე მარტინ კიპენბერგერის სტილში ჯვარზე გაკრული ბარბის თოჯინა, გამორთული ტელევიზორი, ყვავილები ბლენდერში და ა.შ. შეიძლება მართლაც იყო გამოფენა, სადაც ხელოვნების ნაწარმი ხელოვნების ნაწარმი აღარ არის და მხოლოდ დასათვალიერებელი ობიექტია, დაცლილი მნიშვნელობებისგან, როგორც სამზარეულოში მდგარი მარია კასენკოს პერსონაჟი, რომელიც რეცხავს და ეს ყველაფერი ერთად პროცესია, ან გნებავთ რიტუალი. რიტუალი, რომელსაც ტადეუშ კანტორი ცხოვრების რეალობის ოპერირებაში ადანაშაულებდა.

სამზარეულო ყველაზე ინტიმური და ასევე საკრალური ადგილია, დადიანმა სწორედ ეს ლოკაცია აარჩია თავისი სათქმელის გადმოსაცემად – ადგილი, სადაც ადამიანი ძალიან ბევრ დროს ატარებს, ჭამს და სვამს, ჩხუბობს და ტყნაურობს, რეცხავს და აშრობს… კასენსკოს ჭურჭლის რეცხვა თითქოს უსასრულო პროცესია, თუმცა ვიცით აუცილებლად დამთავრდება. ერთგვარი ირონიაა ეს პერფორმანსი, ირონია მიძღვნილი რუტინას, ეს ირონია სახელშიც იგრძნობა: “შემოდგომის ყვავილები“. სადაა შემოდგომა ამ ქალაქში, ვინმემ შეამჩნია, შეინახა ან დაიმახსოვრა?

23476877_187223591836898_12839967_n (1)

შემოდგომა, როგორც ბუნებით ასევე პოეტური მნიშვნელობით ამ ქალაქში არ არსებობს. აქ სამი წელიწადის დროა მხოლოდ, ერთმანეთში იცვლებიან გამოუდმებით და ქმნიან ერთფეროვან ყოფიერებას, რუტინით სავსე დღეებს, რომელსაც შემოდგომა არ ჰყავს, რომელსაც სჭირდება შემოდგომა, როგორც სიმბოლო ტრანცედენტალური მდგომარეობის – შეყვარების, სიცოცხლის სურვილის, გასვლის ამ რუტინდან, გნებავთ ასე ვთქვათ: შემოდგომა რუტინის დაპაუზებაა.

(მოიწონეთ გვერდი „სიტყვები“, რომელიც ეხება თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებსა და  სოციალურ აქტივიზმს. )

თუმცა სხვაგვარადაც შეგვიძლია დავინახოთ, რომელსაც ამ დისკურსითვე წარმოგიდგენთ: შემოდგომა არ არის ხილვადი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს, ვერ იგრძნობ და ვერ შეხვალ მასში. შემოდგომა, სადღაც ქალაქის პლეშკასა* და სამზარეულოს ჭურჭლით სავსე ონკანს შორისაა ჩამოკიდებული და მას მხოლოდ გამორჩეული თვალები ამჩნევენ, იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურ ჩაგვრას განიცდიან, იმ ადამიანებისა, რომელთა ცხოვრება თოკის ძაფზე კიდია; რომელთა სიკვდილ სიცოცხლის პროცენტი სახლიდან გასვლისას თანაბარია, არ იციან, რომელ ხევში გადაჩეხავენ, ან ტელევიზორში როგორ იტყვიან, როგორ მოხდა უბედური შემთხვევა, სხეულის რომელ ნაწილში გაარტყეს ბლაგვი საგანი. ესეიგი, ეს პერფორმანსი იმ ადამიანებზეა, რომელთა თვალებმაც დაინახეს/ ხედავენ იმ სივრცეს და არიან იმ სივრცის, ანუ შემოდგომის ყვავილები.

23513285_187224158503508_695959724_n

დადიანის პერფორმანსში ყვავილი ამ სიმბოლოს სუბსანცური მნიშვნელობით – სილამაზის, სიცოცხლის და ზოგადად ცხოვრების მნიშვნელობას ატარებს, რომელსაც რაღაც ხელოვნური მექანიზმი, მონსტი ბლენდერის სახით ანადგურებს. ბლენდერი წარმოადგენს ბრუტალურ სისტემას – ძალაუფლების მქონე კლასს – ბოროტ საზოგადოებათა სეგმენს, მთავრობას და რელიგიას, რომლიც იკვებება თავისუფალი, გნებავთ უფრო ზუსტად: თავისუფლების სურვილით გაჟღენთილი ადამიანების სიცოცხლით.

კასენკოს პერსონაჟი, რომელიც გარდაცვლილი ტრანსგენდერების სიმბოლოა წყვეტს ჭურჭლის რეცხვას და გადის სამზარეულოდან. წყალი ონკანიდან და იატაკიდან იწყებს გადმოღვრას, ემბიენტის ჟანრის მუსიკა, რომელიც მთელ პერფორმანს გასდევდა იმატებს, თითქმის შეუძლებელია მისი მოსმენა – ოთახში დაძაბული, მართლაც რომ პანაშვიდის ესთეტიკა იხატება და კულმინაცია: ბლენდერები იწყებს შემოდგომის ყვავილების განადგურებას. ირგვლივ კი ყვავილების უცნაური, სასიამოვნო და ამასთანავე საზიზღარი სუნი


გამოქვეყნაბულია ბლოგზე ”სიტყვები”
10.11.2018


Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *