* (ქუჩაში გამოსული ყველა…)

ქუჩაში გამოსული ყველა მივისწრაფით ერთი ადგილისკენ,

(ძალიან ბევრი მაინც თუ ყველა არა)

მერე მივდივართ და ყელმოღერებულები ვდგებით იმის წინაშე.

ორი წუთი, სამი წუთი, ცხრა წუთი

ყველა ვემგვანებით გუდიაშვილის თვალებბრიალა,

გრძელკისერა, გედივით ნატურებს

და ყველას ჩვენი დრო გვაქვს ყელმოღერებისთვის

მანათობელი სვეტიცხოველის წინაშე.

ის კი

ციმციმებს

ორი წუთი, სამი წუთი, ცხრა წუთი

და ამ ციმციმიდან მირონივით მოედინება

ცოდნა უახლოეს მომავალზე.

მე გადაღლილი, ფოკუსარეული

უფრო გაშტერებული თვალებით შევყურებ იმის ნათებას.

ჩემი ავტობუსი მოდის და ჩაივლის

ეს კი ციმციმებს,

ავტობუსების დაფა – ქალაქელი ციცინათელა.

ოცდაორი საათი

ოცდაათი გრადუსი

ორი წუთი…

სამი წუთი…

ცხრა წუთი…



გამოქვეყნებულია არტპორტალზე ”demo.ge”



სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *