შემოდგომის ყვავილები

2014 წლის 10 ნოემბერს თბილისში მოკლეს ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი, მას შემდეგ სამი წელი გავიდა, ეს პრეცედენტი სტატისტიკად გადაიქცა, ყოველ წელს თითო ტრანსგენდერი ქალი იღუპება, სამი გარდაცვლილი ქალიდან ერთს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და დაწვეს საკუთარ სახლში, ერთს ყელი გამოჭრეს და ორმოც დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო ერთის საქმე დღემდე გამოუძიებელი და ბურუსით მოცულია, ჩვენი სზოგადოების უდიდესი ნაწილი კი გულგრილია ამ ფაქტების მიმართ.
ანდრო დადიანის პერფორმანსი “შემოდგომის ყვავილები” ეძღვნება გარდაცვლი ტრანსგენდერების ხსოვნას და შეგვახსენებს ჩვენს ქალაქს, ჩვენს სოციუმს, რომელიც ჩვენი უმოქმედობით უმცირესობების სასაკლაოდ გადაიქცა.

პერფორმანსი გაიმართა 2017 წლის 10 ნოემბერს (მოკლულ ტრანსგენდერ ქალთა ხსოვნის დღეს) ტრანდგენდერი ქალის მარია კასენკოს სახლში.
მონაწილეობდა მარია კასენკო. მუსიკა:- დავით ხორბალაძე.

პერფორმანსი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაციის ”Equality Movement / თანასწორობის მოძრაობის” მხარდაჭერით.

”Autumn flowers” – Trailer

Press

”რადიო თავისუფლება”
პერფორმანსი ტრანსგენდერთა ხსოვნისთვის


”On.ge” – Photo & Video


ტვ. პირველის სიუჟეტი პერფორმანსის შესახებ

netgazeti



თაკო ტყებუჩავას ბლოგი


”10 ნოემბერს, ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალურ დღესთან დაკავშირებით, ანდრო დადიანის პერფორმანსი “შემოდგომის ყვავილები” ვნახე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ ბინაში. კორპუსის წინ იდგა რამდენიმე კაცი. ემზოსა და ტატოს გამოველაპარაკე, ვიცანი ნინო ბოლქვაძე და ბარტ ნიკოლოც, რომელთაც არ მივსალმებივარ, პირადად არ ვიცნობ და მომერიდა. ორგანიზატორები ჩქარობდნენ. ჟურნალისტები წუწუნებდნენ, დაგვიანდაო. შორიახლოს სამი პოლიციელი იდგა. ფეხით ავედით მეშვიდე სართულზე, შევედით ბინაში, სადაც ალექსანდრე ვნახე, ვიცანი დათო ხორბალაძეც. პერფორმანსი დაიწყო. ჭურჭელს რეცხავდა მარია კასენკო – ტრანსგენდერი ქალი. თვალებში მომანათა რამდენიმე კამერამ. დავფიქრდი, რომ შეიძლებოდა ჩემებს ვენახე. განა რამე, 17 მაისსაც ხომ მნახეს ტელევიზიით, უბრალოდ, აქ უფრო ცოტანი ვიყავით და სიტუაციაც უფრო მეტად ჰგავდა სექტის შეკრებასა და რიტუალს, მსგავსად ადრეული ქრისტიანებისა, კატაკომბებში რომ იკრიბებოდნენ მალულად და ათას ჭორებს რომ უგონებედნენ. ჰოდა, დედა მეტყოდა, რომ თურმე მართლაც სექტაში ვყოფილვარ, ცოტას ვიკამათებდით და გაჩერდებოდა. (მოკლედ, ტექსტი მქონდა მოსაფიქრებელი, გამახსენდა, რომ ამას გერმანულად “Ausreden” ჰქვია და გამეცინა). თეფშების რეცხვა შეწყდა, მარიამ სამზარეულო დატოვა. ნიჟარიდან წამოსულმა წყალმა მისაღებში გამოაღწია, ბლენდერებში ჩაწყობილი ყვავილები განადგურდა. იმატა სუნმა და იმატა მუსიკამაც, რომელიც იმდენად შემზარავი იყო, რომ გაჩერება აღარ შემეძლო. ვუყურებდი ფოტოზე მოცემულ “ბარბის თოჯინის ჯვარცმას” და მესმოდა გალაკტიონის ხმა: “ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის!” მიუხედავად ყვავილების მძაფრი სურნელებისა, ირგვლივ მხოლოდ სიკვდილის სუნი იდგა. გაქცევა მინდოდა. ასეც მოვიქეცი. კიბეებზე ყვავილები დამხვდა დაყრილი, რამაც უამრავი პანაშვიდი გამახსენა, სადაც სტიქაროსნად ვახლდი ჩემს მოძღვარს. მივხვდი, რომ პერფორმანსის იდეაც ეს იყო – არსებობენ ადამიანები, რომელთა სიცოცხლეცა და სიკვდილიც უხილავია. ვხედავთ, მაგრამ არ ვხედავთ. ვგრძნობთ, მაგრამ არ ვგრძნობთ. კიდევ რამდენი ყვავილი უნდა დავაბლენდეროთ, რამდენჯერ უნდა მოიცვას კეთილსურნელება სიკვდილის სიმყრალემ, რომ აღარ იარსებოს მსგავსი ლოგიკის დამოკიდებულებამ: “იყვნენ, მაგრამ ნუ იარსებებენ”.”

ნიქო გორგილაძე

Other projects

2 thoughts on “შემოდგომის ყვავილები

  1. Pingback: GALLERY

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *