დაბლაგვებულია ზამთრის კბილები და
უკვე არაფერი მიღრღნის გულს.
ასე იმ ნაპირზეც შეიძლებოდა ცხოვრება,
ვისღა ჭირდება გუშინწინდელი სიზმრები
რომელიც ნაცხოვრების გუშინ?
ღრუბლებს შეხედე, არასოდეს ეშლებათ საით წავიდნენ
ნუ გეშინია ყალყზე შემდგარი ფიქრების
ისინიც ღრუბლებივით უნდა აცხოვრე და უნდა მიყვე
ნავი ცეცხლის სიახლოვეს,
პოეზიის კორპუსი,
ქალი,
მე ვარ ვისაც არაფერი სურს და
ვისაც ქარები ეგებებიან,
პირამოკერილი ქარები.
