მიჯნა თავისგან

– უსასრულობას რომ გაეხსნა შეზღუდულს უნდა გაუდგე
გადააკეთო თუ არ გადააკეთო, მიუნათო თუ არ მიუნათო???
> თერმომეტრები ალიბებად რევოლუციას!

რომ არ დამიშრნენ, ჰიმნებს ვუმღერი ზმნიზედებს,
ქვებს ვახლი ჩემ ჩრდილს მუხლებში, 
შენ კი გძინავს მშვიდად,
არც გგონია, რომ ვიცი შენი ცხრატყავიანი სიმართლე.
ვიცი, ვიცი.
ვიცი და მესმის.

გულგამოჭმული ცხელი პურებით, სარკმელში ჩაშლილი დღით,
მხოლობითი ნაბიჯებით, მიტრიალდა და ყვითელი, მაღალი სიმშვიდე უკან წაიღო

> > აღმოსავლეთი დასავლეთს გასცქერის დასავლეთი კი აღმოსავლეთით აბრუნებს აბიბინებულ სარკეებს ზურგით*

იმედის საშენ ფორმულებს ვეძებ, შუბლს ვინაოჭებ,
მოლოდინებით ვიკაზმავ თვალებს.
(აცდენილია საკუთარ ცდუნებას ღარიბი კაცი)
ხუთშაბათები ორბორტიან პიჯაკებში ჩაედინება, რისი მწამს ახლა იმას ვიხსენებ, გზნებიდან თავის გზებზე გადამყავს ცხვრები
და იმ ბილიკს იქეთ ორიკამი ჩანს, – მიჯნა თავისგან.


ნიშანი ” > ” – აღნიშნავს სწრაფად წინსვლით წაკითხვას

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *