უილიამ ბეროუზი, “შიშველი საუზმე”
მთარგმნელი ლელა ფიროსმანიშვილი
ტიმბუქტუში წავაწყდი ერთ არაბ ბიჭს,
ტრაკით ფელეიტას უკრავდა.
პიდარასტებმა მითხრეს, საწოლში განუმეორებელიაო.
ისე უკრავდა ორგანოზე,
შეეძლო ყველაზე ეროგენულ, მგრძნობიარე წერტილს შეხებოდა,
რომელიც, რა თქმა უნდა, ყველას სხვადასხვა ადგილზე გვაქვს.
თითოეულ საყვარელს თავისუ მუსიკალური თემა ჰქონდა,
რომელიც ორგაზმით მთავრდებოდა.
ახალი მელოდიებისა და უჩვეულო ორგაზმების მოფიქრებაში
ბადალი არ ჰყავდა ამ ბიჭს,
მუსიკის ვითომდა დისონანსური წვეთები უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა,
უეცრად ეს წვათები ერთმანეთს ეჯახებოდნენ,
ერწყმოდნენ
და ბოლოს ნეტარების ერთ გამაოგნებელ, ცხელ და ტკბილ ტალღებად იმსხვრეოდნენ.