ready-made ლაშა ბუღაძის რომანიდან “პატარა ქვეყანა”
შვიდი იანვრის დილა
რომელიც, წესით ისეთივე მძინარე უნდა ყოფილიყო, როგორც პირველი ინვრის იდლა,
ამჯერად უჩვეულოდ უცნაური და ხალხმრავალი გამოდგა.
უცნაური იმიტომ,
რომ ჩვენი ბინის ზღურბლზე უარყოფილი ჩვილივით მომიგდეს მკვდარი ინდაური.
ინდაურს გარშემო ყვავილებივით ეწყო შოკოლადები და ჩურჩხელები,
ხოლო მისი მოსვლის მიზეზს სახელმწიფო გერბით დამშვენებული მცირე ბარათი მაუწყებდა, რომელიც კალათზე იყო მიწებებული.
ინდაური ახალ წელს მილოცავდა.
ეს მკვდარი სხეული საახალწლო ნობათი იყო, რომელსაც კულტურის მინისტრი უგზავნიდა მის მიერ ხელდასხმულ რჩეულებს.
ინდაურმა მამცნო, რომ წელს პირველად მოვხვდი დამსახურებულთა შორის.
მას შემდეგ,
რაც პრეზიდენტთან შეხვედრა ასე სულელურად დასრულდა,
დაბნეული და ჯიუტი მინისტრი საახალწლო ინდაურად, ჩურჩხელად, შოკოლადად და გერბით დამშვენებულ ქაღალდად ტრანსფორმირებულიყო.
თუკი მეფიფისტოფელმა პუდელის სხეული შეაღწია მჭმუნვარე ინტელექტუალის სახლში,
ქალბატონმა მინისტრმა საახალწლო ინდაურის გვამით განიზრახა ახალგაზრდა ინტელიგენტის სულის ყიდვა.
Home Project Poetry Visual art Texts About