.
სასჯელი მირონივით მორაკრაკებს ქუჩებში,
მეტროებში და მატარებლებში,
თეატრებში და სამინისტროებში,
ეკლესიებსა და სასამართლო დარბაზებში.
ერთიდაიგივე ილეთებს იმეორებს ყოფის პლასტიკა,
ბიძების იღლიების სუნი ასდის თავზე თანამდებობის პირებს,
მე გავგუდავ მათ დაუსრულებელი ნეპოტიზმისთვის,
თანამშრომლებს ყბებში ამოკერებული ენებისთვის,
მეზოლებს ცნობილი პასუხებისთვის გამზადებული დორბლიანი კითხვებისთვის
პათოლოგიურად უუნარო, უარს ვამბობ პირად ჰიგიენაზე,
არ მოვიპარსავ წვერს,
არ ამოვიბან წირპლებს,
არ გამოვიცვლი ტრუსიკს,
ჩავიფსამ სადაც მომეფსმება
და არავის მოვუხდი ბოდიშს.
მეჩვიდმეტე დღე არის,
რომ
აღარ ვიხეხავ კბილებს და აღარ ვიბან ტანს
იმედის ტრაექტორია A წერტილიდან A წერტილის გათვლით A წერტილისაკენ მოძრაობაა
ავტობუსში ავდივარ
გვერდით ვუჯდები 400 ლარიანი ხელფასით კმაყოფილ ქალს
ოფლის სუნია, ვიხრჩობი. – ის ამბობს.
მეც, თავს ვუშველი
მიწას, გავყვები, ცოლად.
შენ კი…
გამოწველე ფაიფურის ძუძუები მაგ შენ ქვეყანას!
გამოწველე ფაიფურის ძუძუები მაგ შენ ქვეყანას!!
გამოწველე ფაიფურის ძუძუები მაგ შენ ქვეყანას!!!
_*_ _ _ _ _ _ _ _ .
შენიშვნა
”_” – ნიშანი აღნიშნავს ერთ წამიან სიჩუმეს
გამოქვეყნებულია ლიტერატურულ ჟურნალში ”არილი”
2018 (ნოემბერი) 11 (277)
Home Project Poetry Visual art Texts About