* (დილით ქაშუეთთან ვნახე ზანგი ბიჭი…)

დილით ქაშუეთთან ვნახე ზანგი ბიჭი,
ჰგავდა ღვთისმშობელს,
იელები ენთო თვალებში,
მსუბუქი იყო მარტის სიოზე,
არ მიყვებოდა ქუჩის დინებას,
იდგა და წერდა ესემესებს ვინმეს,
ალბათ შორს…

როგორც უსულო ის იდგა ქარში
და გადიოდა ქუჩა მასში,
ვითომცდა თაღში.
მე ვნახე დილით ქაშუეთთან
ღვთისმშობელივით ზანგი ბიჭი,
სქელტრაკა იყო, ყვითელთვალება.
იქნებ სახელიც კი რქმეოდა ვინმე წმინდანის
იდგა და წერდა ესემესებს,
ეგებ ღვთისმშობელს.


აუდიო ვერსია

გამოქვეყნებულია ლიტ. ჟურნალში ”არილი” (265)



სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *