თავის მაგივრად ლულა მაქვს ინფორმაციით გატენილი
რაღაც ნესტიანი სახეს მიფარავს
აკაციით დაფარული ხეობები, როგორც წესი მაისის ბოლოს ყვავის
ნაყოფიც შეგიძლიათ მიირთვათ თუ გზის პირას არა არის
იატაკზე ვწევარ, დედაჩემის დაბადების დღე ოც დღეში მოდის
ჩემი რაიონი ოკუპირებულია გამბედაობისა და სიმამაცის გვერდით
მე ვხედავ ჩემი სისხლის მძარცველებს,
ადამიანებს, რომლებიც სარგებელს იღებენ ომისგან
ვხედავ, მათ ვინც ავადაა და აბებს უზიარებს სხვებს
ვხედავ ვიღაც უკრაინის ჰიმნს მღერის უნგრეთის ნაკრებში
ვხედავ ამინდი იცვლება
გაზაფხული ახლახანს გამოჩახჩახდა გარეთ
ჩემს თავზე კი თვითმფრინავები სირენების გარეშე დაფრინავენ
სლოვაკეთში ვრჩები,
მესმის როგორ ტირის ღმერთი,
როგორ ხვდება იგი პირველ კლასელებს,
ლოთებს, პროფესორებს და მეძავებს
მულტფილმებს აჩვენებენ ბავშვებს რეკლამის გარეშე,
რომ არავინ მოაშოროს თვალი ეკრანს
სამოთხეშ არ არის სიმღერები ტყვეებზე,
არც სიტყვები პალიანიცა და ჯაველინი
მაინტერესებს რა ხდება ახლა იმ მიწის ნაკვეთზე
სადაც ჩემი სახლია
მაინტერესებს ეს ნუშითვალება ქალბატონი
რატომ არა მგავს ფიქრებით მე
ან როგორ დამეკარგა სახის ჩრდილები,
პოდლივკასა და ჰოლა ტრისტანას შორის მინდვრებზე
ან კენკრა რატომაა ასეთი მჟავე,
თირთქოს ნაყინის მერე დავაგემოვნე
საერთოდ, ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ რწმენაზე,
ნამდვილად, რუსი ჯარისკაცები არ იმსახურებენ
რომელიმე მხეცის სახელის დარქმევას და
არ უნდა ეწყინოთ მხეცებს ეს.
როგორც ნებისმიერ უკრაინელს,
ბევრი განსხვავებული აზრი მიტრიალებს მეც
მაგალითად მაინტერესებს,
ბოლო დრომდე როგორ არ მაინტერესებდა სირიის ომი
და როგორ შემეძლო მომესმინა მუსიკისთვის მშვიდად და აუღელვებლად
ახლა კი სოლიდარობას ვთხოვ ადამიანებს და ირონიულად ვეკითხები,
როგორ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, როცა ჩემი ხალხი საფრთხის ქვეშაა?
და ეს მაშინ, როცა რვა წელი არაფერი გამიკეთები ომის საწინააღმდეგოდ,
თავს დამნაშავედ ვგრძნობ
მაპატიე ჩემი სიყვარულო,
მე მხოლოდ შენს ზურგსუკან ვარ, მხოლოდ შენს ზურგსუკან ვიმალები
ჩემს ხმაში არ არის საკმარისი ლითონი ტყვიების დასამზადებლად
ან ამ კედლების ცამდე ასაწევად
მაგრამ მე ვმღერი შენზე,
ჰო, შენზე
მხოლოდ შენთვის,
შენთვის, შენსგან, შენსკენ
და მხოლოდ შენ შეგიძლია
იმღერო ახლა ჩემი ხმით
ჩემი იოგებით