Ladies and gentlemen (Performance)

Ladies and gentlemen / ქალბატონებო და ბატონებო 

 

“ქალბატონებო და ბატონებო” ანდრო დადიანის უკონცეფციო პერფორმანსია. უკონცეფციო იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალა წამძღვარებულ ტექსტს ნამუშევარში თავმოყრილი სხვადასხვა შინაარსებისთვის: _

1 – მაგიდის ქვეშ კაფკაც პერსონაჟივით პატარა, შეყუჟული ადამიანი ცხოვრობს შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომელიც პირად ცხოვრებასაც შეუძლებელს ხდის. პერფორმერი მინიატურულ ორკაციან სერვიზს გაშლის და ამაოდ ელის მეორეს. ზემოთ კი ორთქლდება, ხრჩოლდება და ფუჭად იღვრება ვიღაცის მიერ ველურად მიტაცებული სასიცოცხლო ენერგია. 

2 – სურათი მეტაფორულად გამოხატავს ქვიარ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ღიად, საჯაროდ თავისუფლად თვითგამოხატვა და საკუთარ სივრცეში, “სოროში” შემძვრალივით გადაიცვამს მისი საწინააღმდეგო სექესის ტანსაცმელს და ჩუმად ცხოვრობს ასე. 

3 – ნამუშევარი ასევე გამოხატავს იმ გაფანტულ სიყვარულს, რომელიც მშობლებისგან, ახლობელი ადამიანებისგან გვეკუთვნის, მაგრამ ვერ ვღებულობთ. მათი სასიცოცხლო ენერგია კი ჰაერში ორთქლდება. 

4 – გამოხატავს თუ როგორ ეზღუდება მტაცებელი შემგროვებლებისგან ადამიანებს წვდომა ჯანმრთელობაზე, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო, პროცესებზე, იმაზე, რამაც ადამიანი უნდა ჩამოაყალიბოს სრულყოფილ სოციო, ფსიქიკური, სოციალურ და პოლიტიკურ არსებად. 

 

Photo by KOI

Video by – gallery “Untitled Tbilisi” & Media Aprili

2 thoughts on “Ladies and gentlemen (Performance)

  1. Pingback: Other projects

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *