მინიმები

 * * *
ათი წლის მერე,
ყველაფერს შენი სახელი დარჩა პაროლად

* * * 

ღამის გასანთლული პირით მოდის,
ვერც ცრემლით დაალბობ და ვეღარც გაათენებ, შენი სულის ჭიშკარი დაკეტილია ჩემთვის,
ვაფასებთ თქვენს გეგმებს, – მითხრეს არადა.
აქცია გაიმართება გიმნაზიის წინ, ბანკები გასცემენ საბინაო სესხებს, ჩემი გასაღების დუბლი კი სახლის წინ არის დაფლული, ბაღში. 

* * * 
ერთმანეთთან გაყრის გრამატიკა გვეუბნება, გაიტანე გასაღების დუბლიკატი და დაფალი უახლოეს ბაღში,  ასე, ისევ ურითმოდ რომ არ მოგიხდეს კარის ჩამტვრევა. 

* * * 
წარმოიდგინე ფიფქები,
წარმოიდგინე ფიფქების მუსიკა,
წარმოიდგინე ცეკვავ,
წარმოიდგინე მარტო არა ხარ,
სიცივით გცივა, მაგრამ შენ ეს არ ხარ. 

* * * 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *