მიჯნა თავისგან

– უსასრულობას რომ გაეხსნა შეზღუდულს უნდა გაუდგე
გადააკეთო თუ არ გადააკეთო, მიუნათო თუ არ მიუნათო???
> თერმომეტრები ალიბებად რევოლუციას!

რომ არ დამიშრნენ, ჰიმნებს ვუმღერი ზმნიზედებს და
ქვები დავახალე ჩემ ჩრდილს მუხლებში,
არც ჩაიკეცა,
შენ კი გძინავს მშვიდად,
არც კი გგონია, რომ შენი ცხრატყავიანი სიმართლე ვიცი.
ვიცი, ვიცი.
ვიცი და მესმის.

სარკმელში ჩაშლილი დღის,
გულგამოჭმული ცხელი პურების,
მხოლობითი ნაბიჯების და
სიჩუმის მოხმობის დროს
მიტრიალდა და თეთრი, მაღალი სიმშვიდე უკან წაიღო

> > აღმოსავლეთი დასავლეთს გასცქერის დასავლეთი კი აღმოსავლეთით აბრუნებს აბიბინებულ სარკეებს ზურგით*

იმედის საშენ ალგორითმებს ვეძებ,
შუბლს ვინაოჭებ,
მოლოდინებით ვიკაზმავ თვალებს.
(აცდენილია საკუთარ ცდუნებას ღარიბი კაცი)
ხუთშაბათები ორბორტიან პიჯაკებში ჩაედინება
და რისი მწამს ახლა იმას ვიხსენებ…
ტუჩებს ვულესავ შეუსაბამო სიტყვებს ატმის ნათლებზე,
გზნებიდან თავის გზებზე გადამყავს ცხვრები
და იმ ბილიკს იქეთ ორიკამი ჩანს, – მიჯნა თავისგან.


ნიშანი ” > ” – აღნიშნავს სწრაფად წინსვლით წაკითხვას

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *