ენა დაიმოკლე
თმა დაიმოკლე
ნაბიჯები დაიმოკლე
ოცნებები დაიმოკლე
იდეებიც შეიმოკლე
და მოკლე..
–
და მოკლედ…
– –
დამოკლეს მახვილით
ფიქრი დაიმოკლე და
მოკლე მიზნებით
იარე მოკლეზე
მოკლე იდეებით
მოკლე ნადიმებზე
მოკლე ქალაქებში
ტრეკებს უსმინე მოკლეს
მოკლედ გაიშვირე თითი სხვებისკენ
მოკლედ იდარდე
მოკლედ იფიქრე მაინც არ გისმენენ
მოკლედ იცხოვრე
მოკლედ
–
ზემოთ აიხედე