* (ნივრის სუნია)

ნივრის სუნია!
დედაჩემი მოვიდა!

ტელეფონით,
როგორც დისტანციური პულტით
მართავს მამას:სახლში მიხვედი?

– წყალი გადაივლე?

– ასე რად ახველებ?

– დაგავიწყდა ჭამა?

– ბადრიჯანია ნიორწყალში

– მაცივარშია, დაბლა…


ყუირმილს კიდებს და იწყებს დაგვას.
მამაჩემი მასტურბირებს ან
შეექცევა კლასიკურ ლიტერატურას,
დანტეს, ტაბიძეს, რემბოს ან ბალზაკს.
(ქალაქში დგას ნივრის სუნი)
დედაჩემს სძაგს კლასიკური ლიტერატურა და
იმდენს კითხულობს ეგზისტენციალისტებს,
რომ იმისი მზერა ძვლებამდე ატანს.
ბაზრიდან ბრუნდება,
კარებში დგამს ტკივილებით სავსე კალათს,
ფეხსაცმელს იხდის, წუწუნებს და იმეორებს
-უნდა ჭამოს ხორცი ახალგაზრდა კაცმა!
ქათმის ფრთებია დღეს ნიორწყალში!
მამჩემი მასტურბირებს, ან კითხულობს ახლა ბალზაკს

ამ ჩემს კუტუს ნიორწყალში
ეს ხომ ზუსტად ვიცი –
არასოდეს არ მოვიყვან ცოლს და
არვისაც არ გავუყოფ საბანს!




აუდიო ვერსია


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *