შენ მიდიოდი ასობით კილომეტრზე ჩემზე სალოცავად.
მე კი არ მიმხელდი, რომ ჩემს თავს რაღაც ისე არ იყო…
შენმა გამოწოვილმა,
დანაოჭებულმა,
ტვირთად ქცეულმა
მიწისკენ მიმართულმა ძუძუებმა
როგორღა შეძლონ ლოცვა?!
ადრე ისინი გამვლელებს ფანტაზიას უვარჯიშებდნენ,
ახლა წყევლასაც ვეღარ გადაუდგებიან ჯებირებად,
ერთ მშიერ კნუტსაც ვეღარ გააყუჩებენ…
გაბზარული ჟღერდა ყურმილში შენი ხმა
და ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს რაღაც ისე არ იყო
შენ კი დადიოდი ასობით კილომეტრზე
სალოცავად დარდების ჩრდილით…
.
.
სხვა ლექსები