პოსტაპოკალიფსური ლოცვა

დავითს

შენი სურვილების მალამოთი თვალებაგმანული დისკო წუის ჰაერში,
კოსმიურ სატელიტებს უკავშირდება და ჩემს სხეულს დაეძებს
მფეთქავ, მოცახცახე, დაოსებულ ჩემს სხეულს.
წუის, ზუზუნებს ფოლადის დისკო.

მე ვიქნბი მამაჩემი რომელმაც არ დამილია არსობის პური
და მამაგრებდა პიროვნული დესტაბილიზაციის დროშას.
მე ვიქნები დედა რომელმაც თმებით ბოქვენზე მიმიწნა
და არაფერი მინახავს მისი საკეისრო შრამების გარდა
და მე ვიქნები პირველ რიგში მე, რომელმაც ვერ იპოვა ძალა
აქ, ამ ტიალ მინდორში აწურული აღარ მდგარიყო.

რად არ ეცემი,
რა ჯანდაბას უდგახარ,
რატომ არ წაიქცევი და იფორთხებ კრისტინასავით? *
მატერიალური ინგრედიენტებით სავსეა უფალი,
ჰოდა იდექი ასე მუხლებში შიშჩამდგარი და
დაელოდე ყველა მის გამოვლინებას.

და ჰა, ხმალივით შემართული ველი შენი დისკოების ქალაზე ღრჭიალს,
სისხლის მოჩუხჩუხე შადრევანი ვარ ამ დამზრალ მინდორში
სადაც გადამფრენ ჩიტებს პირიდან სევდის ბელტები სცვივათ.
გაგდებულ თავზე საკუთარი ტორსიდან მორაკრაკე სისხლი მახმება
და თვალებს მიოსებს
მწყურია, მწყურია, მწყურის*
დაგვალვული, გამხმარი ენა მიდევს პირში და მაინც გეტყვი
ომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.



შენიშნვები

  • იგულისხმება ენდრიუ ვაითის ‘’Christina’s world’’
  • იოანეს 19.28. შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია.
  • მართლამდიდებლური ლოცვანი სინანულისანი

.


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About



სხვა ლექსები

























გამოქვეყნებულია ჟურნალში ”ინდიგო”
10. 2017. #23

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *