დაბლაგვებული ზამთრის კბილები
უკვე არაფერი მიღრღნის გულს.
ასე ზამთრის იმ ნაპირზეც შეიძლება ცხოვრება,
ასე ხომ იმ ნაპირზე უხარიათ.
ნავი ცეცხლის სიახლოვეს,
პოეზიის კორპუსი,
ქალი,
მე ვარ ვისაც არაფერი სურს,
ვისაც ქარები ეგებებიან,
პირამოკერილი ქარები.