სპილოების სასაფლაო

დე, არ შემიძლია!
არ შემიძლია ასე ცხოვრება,
მე ნამდვილად სიზმრებში ვცხოვრობ
და ჩემი ცხოვრება სიზმარი არის.

ფიქრობ შვილზე და
ჩირად ქცეული, ჭიანჭველასავით
მიათრევ ქუჩიდან ქუჩაზე სევდას,
ძალა მოიკრიბო ცდილობ და
სპილოების სასაფლაოს დაემსგავსე.

ცახცახის შესაჩერებლად –
ხელისგულებზე დაყრდნობილი ცივი ნიკაპი.
თავის შესაკავებლად –
შიგნიდან დაკბენილი, დასიებული ტუჩები
და ექიმების გამოწერილი დიაგნოზი –
ცრემლების ჩაქცევა.

მე მფრინავი ჰოლანდიელი არ ვარ,
არც მფრინავი მართლმადიდებელი 17 მაისის აქციიდან,
მე შენი პროვინციელი შვილი ვარ,
შენი შვილი, რომელიც
მე-14 კორპუსის სახურავიდან აფრენისას სახით მიწას შეეჩეხა.

იხსენებ შენს შვილს,
მთელი ცხოვრება უმომავლობა რომ ეზრდებოდა ხელის გულებზე
და შეხვედრას ელი მასთან




გამოქვეყნებულია ლიტერატურულ ჟურნალში ”არილი”
2017. 11. (265)




სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *