სიმღერა


არ მოდის კვირა
დაჭიმულია ხელები და განთიადი ჩაძინებული
ნაღმის წიკწიკი დედაშენის მრუში საშოდან
არ შრება ცრემლი ეპიკური ტრაგედიებით
პიკოლო ფლეიტა კონტრაბასის თავზე წკავწკავებს და
გიღრჭიალებს კბილები სისხლიანი ენის მიდამოდ
სიკვდილი ძებნე გაუვალში, დამარილებულ თვალებთან ახლოს,
ტყეს ვერ დაჩრდილავს ეს გამწყრალი უიმედობა,
მხარზე იჩიჩქნი ირიბი მზერით უშვერ პრიშიკებს
და ქვირითივით ტახტზე გცვივა ლურჯი ჩრდილები,
თითქოს მკვდარი ხარ, მაგრამ არა ისე როგორაც…
გეჭამა ბევრი, გახსოვს ალბათ, ჩაიფიქრე დაბადებამდე
ო მიდი ჰოდა, დედაჩემის დედის ჭიპამდე,
მერე კი იცი, უნდა შეთხზა 365 დღისთვის ზღაპრები,
პეჩენიებიც დააცხვე და დაახვავე თბილი სუნი სადარბაზოში
დაუმთავრებლ სიმღერასავით უნდა აიკრა გუდა-ნაბადი
იქედან აქეთ, აქედან იქეთ, შელოცვის ხმაზე გამიქრი სადმე,
დაუბადებლად გაჩენილი ბაცი სტრიებით
ან დახეთხილი ნაბიჯებით გაქარდი, გაქრი
გაქრი, გაქარდი
გაქარდი, გაქრი
გაქრი





აუდიო ვერსია

სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *