შიშველი საუზმე

                                                                              

                       კოლაჟი - ზაზა ბურჭულაძის "ტურისტის საუზმე"-ს მიხედვით

ის იყო, ზარი დაირეკა და ჩვენც საკლასო ოთახში შევცვივდით, რომ მეორე ჩემმა კლასელმა, სანდრო ჟურულმა მგონი შემთხვევით, ცირას ფეხი გამოსდო და წააქცია, ამ უკანასკნელს სკოლის კაბა ისე წამოეხადა, რომ კოპლებიანი ტრუსიკი გამოუჩნდა. ცირა მშვიდად წამოდგა, წინსაფარი შეისწორა, ჟურული ელვისებრ მოიგდო მხარზე ბატკანივით და, ისე დასცა ძირს, მთელ კლასს უნებურად აღმოხდა აღტაცების - ვაა!

*
რამდენიც გინდა წერე შენ,
შამპანურის ფასდაკლებას მეტი გულმოდგინე მკითხველი ეყოლება,
ვიდრე შენ ლექსებს.
რამდენიც გინდა გაძაღლდი,
საჭირო ადგილზე მაინც ვერ დაიყეფებ.
რამდენიც გინდა ატარე ეგ გზები
იქ მაინც ვერ მიხვალ შენ და
ასანთის ყუთშიც რომ ჩაეტიო,
შენი ადგილი მაინც არსად იქნება.
იმასაც ვერ გაბედავ, ჩუმად
გაუკუო უფროსს კაბინეტში და 
ოც წამს მაინც დასაჯო უსამართლობისთვის, 

შენ იცი, დიდი ძიებისთვის ერთი მოჯმა ხარ და 
პატარებისთვის ვიღაც პიდარასტი,
თბილისური ხალიჩასავით ჭრელი და დახეული.
რამდენიც გინდა მოერგე, უფრო მეტად და უფრო თვინიერად,
თავაზიანად მიწერე და ლაზათანად დაემშვიდობე
იჟონგლიერე სტერეოტიპებით, მაინც ვერ დაეწევი იმათ.

შენი ბიკოვი, რობი იბორი, შენი საკამოტო და ალვა ნოტო, კაზუჰიკო იამაგუჩი, სხვანი, სხვანი და სხვანი ნაზად გაირჭე ტრაკში

რამდენიც გინდა თავით ფეხებამდე ლოკე შენი კაცები,
ქუჩაში შეგხვდებიან და თვალს მოგარიდებენ,
შენ მკრთალ შუქზე მოიტყვნები და
თავს დაიმშვიდებ მერე, რომ რომანიტიულია შუქები ასე.
შენ შეგიძლია ხუთწლედი გაიარო ოთხწლედში,
მაგრამ საკმარისი არასოდეს იქნები და იცი რატომაც…
შენ არ გეხება გეომეტრიული პროგრესია,
მათემატიკური ლოგიკა სიმეტრიასა და გამრავლებაზე
და გადამალული იქნები ყოველთვის თვითმკვლელის თოკივით.

ისინი ხალხს ჩეხავენ, შენ კი ლექსებს წერ და სიმღერებს მღერი სევდიანს. იდექი და უძღვენი ცათამბჯენ უსამართლობას ცასმიბჯენილი წყევლები, ისინი შეთქვლეფენ შენ ენას და შენ სიმღერებს, შენ სიყვარულს, შენ  წარსულს და ოცნებებს, შენ კი მარადი ქვრივივით დადგები, მძიმე ჟალუზებივით დაშვებ ქუთუთოებს და არავის შეაწუხებ.

აი ჰუმანისტი!
ნამდვილი ჰუმანისტი!!!

- ცხადია, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ რა ვუყოთ მზრუნველობამომატებულებს? რა უნდა ვუყოთ "მზრუნველობამომატებულს" მწერლებმა? უნდა დავთვალოთ სიტყვაში მარცვლები, მერე ასოები, ვიფიქროთ ამ სიტყვის მოკლე ვერსიაზე და გამოვაქვეყნოთ რაიმე უფრო არახრწნადი, მას.მოხმარების სიტყვა.

რამდენიც გინდა ძვლით მიიტყუო სიმართლე,
ვერ შემოიჩვევ, სახლში არ შემოვა, –
აი დღეს მაგალითად, მთელი ვედრო მოკლული ჩიტები შეაგროვა  ბაღში ალისამ, იმდენი არის კიდევ, რამდენიც გინდაო…

ამაზე ამბობს ტარიელ ჭანტურია, – ქრისტეს გავცვლი სატანაში, ქრისტეს გავცვლი სატანაში, გოლგოთაზე მომეხმაროს ოღონდ მე ჯვრის ატანაში.


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   Abou

5 thoughts on “შიშველი საუზმე

  1. Pingback: hello world
  2. Pingback: atorvastatin 80 mg

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *