მოგონებები და სურვილები ცას შეერია,
ცა ატალახდა.
*
ჩემი ბიჭების კვალს გავყვები,
მივატოვებ თავს, – სევდის მორევს,
სადაც აქნილი და დანაკუწებული გადამიძახე,
სადაც პანტა-პუნტით იხოცებიან ოცნებები.
ბოროტებისა და სიკეთის ძირეული მითი დაიმსხვრა,
არარადან წითელფრთიანი არწივივი ვერ წამოდგება
რეალობაა, ჰიპერრეალობა!
გავუყვები იმ ბიჭის გზას,
წუხელ მაგიდაზე რომ ვეწექი და
დედამისის კაბის გადაცმა მთხოვა,
წმინდანის ერქვა სახელი მასაც,
გიორგი ალბათ.
შემოენგრია კედლები და ზრდასრული ადამიანი აყვავებულიყო ჩემში,
როგორც ბამბუკი დამნაშავე ჩინელებში ღამით.(3)
გავეხლიჩე და დავემსხვრიე, ოღონდ კი ასე,
ასე ყვავილების ფეხებზე შემოხლართვით ნუ ჩამითრევდა
ფსკერზე ჩემსგან გამოსული დარდის მდინარე.
კაბას რომ მაფარებდა სახეზე
და კისერში ხელებს მიჭერდა წმინდანის სახელობის მკლავები
მას დავყოლოდი…
ნეტავ
ნეტავ კი
ნეტავი მართლა
…და რად არა ნეტავ??!
-ანდრო!
მიატოვე წმინდანები,
მიატოვე წმინდანებისგან შენში დამყნილი ჯოჯოხეთის ბაღები.
მიცვალებულები რა ხანია საცხედრეში არიან.
ვერ მოიშუშებ მარტოსული ამდენ იარებს
ჰოდა მიატოვე თავი –
ტკივილების საშო,
დარდის საშო,
სიყვარულის საშო,
წყარო დაბეჭდილი,
ბაღი დახშული
და ჭა დაგმანული.
მიატოვე წერილების მოლოდინი,
საფოსტო ყუთები წარწერით ,,РОЧТА’’ ან ‘’INBOX’’.
მოწყვეტილი მუცლიდან ჩამოღვენთილი მწლარტე, არდაბადებული სიცოცხლე მიატოვე.
აისის მოგვივით მიდი და შენი დასერილი ნაბიჯები მიართვი,
წამოგიცვან ახურებულ ყლეებზე ბროტებას გენეტიკურად რომ გადასცემენ მომავალს.
დაუტევე შენი გვამი წმინდანების სახელებით მოსიარულეებს,
ტანშემოძარცვული სულიც დაუტევე
-არა ეგ არ დაუტოვო!
ანდა ეგეც დაუტევე. რაში გარგია?
„-უკუეთუ ძე ხარ ღვთისა, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად’’ (4)
„მკვდარი მკვდრებს დაუტოვე და შენ მე გამომყევიო.“(5)
დაუტოვე ფეკალიებით სავსე ათასი ხარახურა ორგანო
წმინდა დავითს, წმინდა გიორგის,
კიდევ წმინდა დავითს, მეორე წმინდა გიორგის,
მესამე, მეოთხე დავითს.
ვარიაციებით გიუნას, გიოს,
დათუნას, დათას…
გვარებიც ჩამოგითვალო?
ნებისმიერს!
ერთია ყველა!
ერთი შიბლით არიან ეგენი ნაკერი
ვინმე წმინდანი ვახტანგის
ან ერეკლეს კურთხეული, ცეცხლოვანი მახვილით.
”კვდარი მკვდრებს დაუტოვე და შენ მე გამომყევიო.’’
-დაუტევე ანდრო ბაღი გადამხმარი –
თავი დაუტევე!
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ე ბ ი :
1-წითელ ფრთიან არწივს ადარებენ ხოლმე ფენიქსს.
2-ძველ ჩინეთში იყო დამნაშავეების წამების შემდეგი წესი, მიაბამდნენ ადამიანს სკამზე, მის უკანტანში შეაყოფინებდნენ თავს პატარა ბამბუკს და ერთ ღამეში იზრდებოდა მცენარე დამნაშავის სხეულში, ბამბუკი ნელანელა ჭრიდა ადამიანის სხეულს და ბოლოს თავს ხვრეტდა.
3 -წმიდა ნიკოდიმოს ათონელის წერილიდან , – „ცოდვილნი, რომლებიც ბოლოს სინანულზე ფიქრობენ“
4 -სახ. ლუკასი ქრისტე ეუბნება მისი მოწაფეობის ერთ-ერთ მსურველს,- „მკვდარი მკვდრებს დაუტოვე და შენ მე გამომყევი.“