* * * (ჩემს წინა სკამზე…)


ჩემს წინა სკამზე,
დედის კალთაში,
11-12 წლის იჯდა გოგო,
ოთხი საათი ერთად ვმგზავრობდით,
დაორთქლილ ფანჯარაზე გულებს ხაზავდა,
იცვარებოდა მინა და წვეთ-წვეთ ჩამოქცა ის ნახატები,
მერე მტრედის ფეხი, – მშვიდობის ნიშნად
ჩამოიშალა ისიც ცხადია.
ერთიდაიგივე…
ერთიდაიგივე…
ასე გავიდა დღის მესამედი.
ჩაძინებული დედის კალთიდან,
ბავშვი ხატავდა თავის სურვილებს ორთქლიან მინაზე,
იაფ მარშუტში ჩაჭედილები,
ჩვენ მივდიოდით ახალგორისკენ.






სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *