მე ვარ კაცი, ვისაც კვირაში რამდენჯერმე მოდის წერილი
“ფუ, შენ რა დასაბადებელი იყავი შენი დედაც მოვტყან!”
ეს დაიწყო აგერ ოცდაათი წელია და დღემდე გრძელდება.
მე დავიბადე იქ
სადაც დედები აქერონივით
ოფლის და ოხვრის მდინარეებს გადაცურავენ ხოლმე
და სიცოცხლეს შობენ.
სამშობიარო ნომერი სამი,
დედაჩემმა მაჩუქა ცხოვრება,
რომელიც დღემუდამ დასასრულის ნატვრაა.
ოცდაცამეტს გავცდი,
სხვაგვარი სურვილი მქონდა,
ძალა კი არა.
დავდივარ თეატრებში სადაც მესალმებიან
და რომ ჩავივლი ეცინებათ,
შევდივარ მაღაზიებში
სადაც ფულს რომ არ ვტოვებდე არავინ გამიღიმებდა,
დავდივარ რეპეტიტორთან, საყურეს ვიხსნი,
ხმას ვიბოხებ, ჟესტებს ვაკონტროლებ…
უნდა ვისწავლო ენა და
გავიქცე იქ, სადაც ლურჯი ფენიქსი დგას,
სადაც შენი ულაყი ფრუტუნებს
და ფრთებაზიდულია ოცდაათი წლის ნაზარდი ოცნება ასაფრენად.
ბათუმი,
სამშობიარო ნომერი სამი
დედამ სიცოცხლის ნაცვლად კითხვა გადმოაპკურა საშოდან,
ოცდაცამეტი წელია იზრდება შხეფებად,
ნაკადულად, ახლა მდინარედ,
ზვირთდება, დიდდება, ითრევს და ახრჩობს კაცს,
რომელიც ვერაფრს შველის საკუთარ თავს.