ჰერმენევტიკა ხელების

ამ ლილიების ხელები სუნია თუ ყვავილებია?
(მედდები და პაციენტები ერთმანეთს შეერივნენ)
ჩიტებს ხელები სადა აქვთ, ფრთებში, გულში თუ ყელში?

სადაა ახლა პატი სმიტის ხელები?
რას აკეთებენ ცინუკი დადიანის ხელები 
ფრიდრიხის ხელები როცა ცხენს სცემს
არტოს ხელები ჩუსტები რომ გამოსტაცეს
ეკლებზე დაკაწრული ფიროსმანის ხელები?
დამარცხებული და დამარცვლილი მუნჯი ხელები,
მუნჯის ხელები თითებში გაბლანდული ზღაპრებით.
მკლავმჭიდელს ხელს უწევს ჟურნალის სტანდარტები და ვუხსნი,
– ამაზე ახალგაზრდა აღარ ვიქნები, ახლა მომეფერე,
ხელებით რომელითაც დედის ზარს არ პასუხობ
ხელებით რომლითაც სულ მუდამ მასტურბირებ
ასე, ძველი ლექსივით ხელებით,   
“ჩემი ხელები მიწაში ჩარგული, შენი ხელები ცაში…”
ბედის ჩემს ხელზე დადებული ხელი და შენი ხელი ჩემს ზურგზე და შენი მოცახცახე ყლე ჩემს ხელში და ხელებში ჩაღვენთილი ტოტები – იმედებით, ოცნებით და გეგმებით.
ხელები, რომლებიც არ ემორჩილება ტრანზიციას და მაქმანებში იმალება
ეს პატრონმოტყნული ვენები და
პატრონმოტყნული ნორმები
და პინა ბაუშის, 
მარგარეტ ეტვუდის,
მატრა არგერიხის,
ნინო რამიშვილის,
ჰიგუჩი იშიოს ხელები.

ხელები რომელიც სპერმას ინახავს კოლბაში სამომავლოდ, 
ხელები, რომლებიც ვერ ჭრიან პრობლემებს, ხან ჭრიან ხან კერავენ და ხეებზე აკრავენ ნეკროლოგებს.

ცვლადი სცენიური პერსპექტივებით –
ხელები – ხო
ხელები – არა
ხელები – მაგრამ, როცა, რადგან, თუკი, ოღონდ, რახან…

შორისდებულები ხელებში
ხელები!

ხელები!!

ხელები!!!

ხელები!

ხელები!!

ბ რ დ გ ლუუუჰჰუუუუუუუუ!!!


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   A

37 thoughts on “ჰერმენევტიკა ხელების

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *