ხე ფესვის ხატს იცავს


Ready-made (კოლაჟი)
ჟილ დელიოზი და ფელიქს გვატარი – “რიზომა” თარგმანი მირიან ებანოიძისა. 

 

ხეფესვის ხატს იცავს
ხის ტანს არ წარმოშობს ნიანგი,
ისევე, როგორც ქამელეონი
არ გადმოსცემს თავისი გარემოცვის ფერს.
ვარდისფერი პანტერა არაფერს კოპირებს,
არაფერს წარმოშობს.
იგი თავის ფერში რთავს სამყაროს 
– ვარდისფერი ვარდისფერზე
– ეს მისი მსოფლიო ხდომილებაა,
რომლის მიზანია –
გახდეს შეუმჩნეველი,
უმნიშვნელო,
განახორციელოს რღვევა და
შექმნას თავის თავში გასხლტომის ხაზი,
ბოლომდე მიიყვანოს
საკუთარი ,,არაპარალელური ევოლუცია’’.

ენა რეალობაა,
თავისი არსით ჰეტეროგენული
საზომთა სხვაობებით,
სიმრავლეები ავსებენ
და იკავებენ თავ-თავის განზომილებას
გრძნობების დამტვრეული ხაზებით,
ცვალებადი სიჩქარეებით,
ნალექებით,
ტრანსფორმაციებით,
სუბიექტის ან სუბსტანციის
გარეგანთან კავშირით
რღვევით გაჭიმვით,
გაფართოებით,
დაუხურავი წრეებით.

და ჩვენც ამაზე ვლაპარაკობთ:

განზომილების ერთეულები
ხაზები,
შრეები,
დანაწევრებები,
გასხლტომის და სიხშირის ხაზები,
მექანიკური მოწყობილობები და მათი მრავლობითობები
უორგანოებო სხეულები და მათი აგებულება

– ხელოვნების ნაწარმი
რომელიც დაკავშირებულია არა „აღნიშვნასთან“
არამედ „გამიჯვნასთან“,
თუნდაც უცხო ადგილის „კარტოგრაფირებასთან“
იგი დაუსრულებელს ხდის იმას,
რასაც ბუნება აღარ, ან ვეღარ აკეთებს.

ხელოვნების კანონი ასახვის კანონია,
– ერთი ხდება ორი…

იგი ქმნის სამყაროსთან რიზომას,
იგი ხდება სამყაროს არაპარალელური ევოლუცია.
რეგენერაციები,
გამრავლებები,
გამეორებები,
ჰიდრები და
გულწრფელად რომ ვთქვათ,
ამის შედეგებს თავს ვეღარ დააღწევ,
როგორც არ უნდა მოვინდომოთ,
აქედან მედუზებიც კი ვეღარ გაგვიყვანენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *