Begging / ვედრება
(poetry performance)
performance on poem, video version
Camera: Lazare Varazi
Editing: KOI
Performance on stage in Armenia with Armenian translate, translator Tatev Chakhiani
Performance on stage, in Berlin
Poetry
Poem for the reader’s voice
Hey!
please save me from this winter,
from a gas leak, from that new law,
or rather, from rats crawling through the holes
of the law from a power greater than the law,
from glory, Protect me from power
of Superman and from greed,
from an imitating man
who arises in me when in the streets,
give me natural muscle, weak and stretched,
Naturals, God naturals! tall and big naturals!
protect me from the heights to forget my lowliness.
To avoid hopelessness higher than me,
blood pressures lower than mine,
tongues longer than mine language studies,
language censorship,
tongue coming outs,
tongue coming ins,
tongue-twisting,
tongue stiffening, t
ongue wrapping,
tongue biting
God, save me from AIDS too…
First, forgive me for some things and then
protect me: Forgive me for my love of pickles
forgive me for throwing away apples,
blade of Cain Forgive me,
nature of Ares, forgive me for not
understanding the weight, and depth
of your truth, (forgive the two-dimensional
thinking), forgive me for quietly sneaking
away from my own wedding,
forgive me for destroying the sand castles of the
neighbor’s children and sneaking into the
yard, forgive me feudal religions,
(religiosity in general, forgive me please;)
Uneven views,
toothless jokes,
forgive me fascism and victim of Iphigenia,
Samson’s cut braid and wordless songs,
forgive the romanticism after Auschwitz and after that Gaza
sacrificing the skin to the fig stew,
forgive me April 9 and forgive me May 17 and
–
God protect me from May 17,
God protect me,
God protect me,
God protect me from May 17
God, protect me also from AIDS
Yes!
Or don’t! if you want to stop protecting
me from this, I’m not afraid anymore.
I have to ask you for protection from my
hungry dog,
I also want to protect myself from the aggressive fuckers (If you’re not afraid of it yourself and if you’ve got the balls),
Gooood and St. George of Gorijvari!
protect me from rising utility bills,
protect me from criminal prosecution, since you can’t protect me from this lack of air?!
therefore, at least protect me from the inevitable cancer,
Awww, come on, come on,
really protect me from this protect me from
the plague too, I beg you.
Protect me from tongue twisters,
from the chicken blindness,
from the pink glasses,
from the pink-walled castle,
from the pink flying hippos and from
S.S.G’s supervision…
Well! protect me from that too, but also
protect S.S.G. from your supervision,
Protect my dog from his lover,
save my lover from me,
me from my sad lover,
my mother from being an even greater mother,
my father from my mother,
my mother from my father,
my father from being late for wor…
–
Oh, God!
–
protect me from revealing my sexual fetishes
from my father’s panties, or rather, smell.
I beg on motherhood, hide
my mother’s bras which I got used
to wear no more and you protect me
from peeping on my father in the bathroom
and my mother…
_ _
Mom, how have I changed?!
Mom, what happened to me?!
If my friends hear,
May my friends don’t hear…
If my friends hear,
May my friends don’t hear…
Oh, what if my friends hear,
May my friends don’t hear…
Oh, what if my friends hear,
May my friends don’t hear…
Oh my god, I’m begging you,
oh don’t say it anywhere, protect me with
your big skirt, with your sexy big hands.
If only my friends knew how jealous I am of all their success…
‘God save me, God save me,
God save me from friends like me!
‘God save me, God save me,
God, protect me from the assholes like me!
‘God save me, God save me
God protect me from bastards like me!
God save me, God protect me,
God Gume God Gume God Gume God Gume God Gume God Gume God Gume God Gume God Gume God Gume gumu gume gumu, gme cami gme cami, gme . . .
_ _ _
what’s up?
come, don’t go anywhere, come with me,
know you have lost faith in this city,
you probably think that you are weak,
I’ll tell you, you got fake
but it’s better for you to stay,
Moscow does not believe in tears,
here you will cry, they will give you a hand,
maybe you’ll think and really stay here,
it’s better for you.
God, how you tremble,
God, how cold you are,
come with me,
I will melt your legs,
I will pour hot water into the bowl.
come on baby,
Let me pick you up and
take you to me, come,
let me cover you.
Notes:
the small font is read in a whisper
the big font is read aloud
‘ – this sing is an intonation stroke, a sword.
– – this sing is one second silence
translated by KOI & Data Nargizishvili
ვედრება
ჰეი!!!
ამ ზამთრისგან დამიცავი,
გაზის გაჟონვისგან,
ჩამოშლილი მეტროსადგურებისგან დამიცავი.
ამ ახალი კანონისგან დამიცავი,
უფრო სწორად ამ კანონში შემძვრალი ვირთხებისგან, დიდებისგან,
იმიტაციური კაცისგან დამიცავი ქუჩაში რომ იღვიძებს ჩემში, ნატურალური მომგვარე კუნთები, მოჩვარული და ჩამოწელილი.
ნატურალები, ღმეერთო ნატურალები!
დიდი და მაღალი ნატურალები!
საერთოდაც სიმაღლებისგან დამიცავი,
რომ დავივიწყო ჩემი სიმდაბლე.
ჩემზე მაღალ უიმედობას რომ ავარიდო თავი,
ჩემზე დაბალ წნევებს,
ჩემზე გრძელ ენებს,
ენის გამოკვლევებს,
ენის დამოკლებებს,
ენის გამოყოფებს,
ენის შეყოფებს,
ენის შემოხვევებს,
ენაში გახვევებს,
ენაში ჩახვევებს,
ენაზე კბენებს
შიდსისგანაც დამიცავი… _
ჯერ რაღაცები მაპატიე და მერე დამიცავი: მწნილების სიყვარული მაპატიე
გადაყრილი ვაშლის ნათლები მაპატიე
კაენის დანა მაპატიე, არესის ხასიათი
მაპატიე რო შენს სიმართლეს ვერ გავუგე წონა და სისქე (ორგანზომილებიანი აზროვნება მაპატიე), ფეოდალური რელიგიები მაპატიე
(ზოგადად რელიგიურობა მაპატიე გთხოვ)
უსწორმასწორო გამოხედვები
უკბილო ხუმრობები
ფაშიზმი მაპატიე და იფიგენიას მსხვერპლი
სამსონის მოჭრილი ნაწნავი
უსიტყვო სიმღერები
აუშვიცის შემდეგ რომანტიზმი მაპატიე და მერე ღაზა,
9 აპრილი მაპატიე და 17 მაისი მაპატიე და
–
ღმერთო ადმიცავი 17 მაისისგან.
ღმერთო დამიცავი,
ღმერთო დამიცავი,
ღმერთო დამიცავი 17 მაისისგან
შიდსისგან დამიცავი
ჰო!
არა!
თუ გინდა ამისგან აღარ დამიცვა აღარ მეშინია,
აი ჩემი მშიერი ძაღლისგან დაცვა კი ნაღდად უნდა გთხოვო,
აგრესიული მტყვნელებისგანაც მინდა დამიცვა (თუკი თავადაც არ გეშინია და გაქ ამის ტრაკი.)
ღმეერთო და გორიჯვრის წმინდა გიორგივ,
მზარდი კომუნალური გადასახადებისგან დამიცავი
კრიმინალური გარჩევებისგან,
აბა ამ უჰაერობისგან ხომ ვერ დამიცავ?!
ამიტომ გარდაუვალი კიბოსგან მაინც დამიცავი
აუუუუ, მიდი რა, მოდი რა, ამისგან მართლა დამიცავი რააა ჭირისგან დამიცავი კიდევ და ე. წ. წკვარამისგანაც, გთხოვ!
ენის მოჩლექისგან დამიცავი
ქათმის სიბრმავისგან,
ვარდისფერი სათვალეებისგან, ვარდისფერკედლებიანი ციხისგან, ვარდისფერი მფრინავი ბემოთებისგან და სუსის ზედამხედველობისგან…
| ხო, ამისგანაც დამიცავი, მარა სუსიც დაიცავი შენი ზედამხედველობისგან
ჩემი ძაღლი დაიცავი თავისი შეყვარებულისგან,
ჩემი შეყვარებული ჩემსგან დაიცავი,
მე ჩემი მოწყენილი შეყვარებულისგან,
დედაჩემი დედაზე დიდი დედობისგან,
მამაჩემი დედაჩემისგან
დედაჩემი მამაჩემისგან, მამჩემი სამსახურში დაგვიანებჰჰ…
_
ვაიმე ღმერთო
_
ჩემი სექსუალური ფეტიშების გამჟღავნებისგან დამიცავი, მამაჩემის ტრუსიკებისგან,
უფრო სწორად მათი მიმზიდველი სუნისგან. დედაშვილობამ დედაჩემის ლიფები გადამალო,
რომლის ჩაცმასაც თითქოს გადავეჩვიე
და მამაჩემზე ტუალეტში ჭვრიტინისგან დამიცავი და დედაჩემის… * _
დედა როგორ შევიცვალე
დედა ეს რა დამემართა
ჩემმა მეგობრებმა რო გაიგონ…
ჩემმა მეგობრებმა არ გაიგონ…
ჩემმა მეგობრებმა რო გაიგონ…
ჩემმა მეგობრებმა არ გაიგონ…
‘ვაიმე, ჩემამეგობრებმაროგაიგონ…
ვაიმე, ჩემამეგობრებმაარგაიგონ…
‘ვაიმე, ჩემამეგობრებმაროგაიგონ…
ვაიმე, ჩემამეგობრებმაარგაიგონ…
ვაიმე ღმერთო, გეხვეწები.
ვაიმე ღერთო არსად დაგცდეს,
შენი დიდი კალთით დამიცავი და შენი სექსუალური დიდი ხელებით.
ჩემა მეგობრებმა რომ გაიგონ როგორ მშურს მე მათი ყველა წარმატება…
ღმ|ერთო დამიცავი, ღმერთო დამიცავი,
ღმერთო დამიცავი ჩემნაირი მეგობარებისგან!
ღმ|ერთო დამიცავი, ღმერთო დამიცავი,
ღმერთო დამიცავი ჩემნაირი პროჭებისგან!
ღმ|ერთო დამიცავი, ღმერთო დამიცავი,
ღმერთო დამიცავი ჩემნაირი ჩათლახებისგან!
ღმ|ერთო დამიცავი, ღმერთო დამიცავი, ღმერთო
ღ|უმე ღ|უმუ ღ|უმე ღ|უმუ ღ|უმე ღ|უმუ
ღმე ცამი
ღმე ცამი
ღმე
_
რა ჯანდაბაა ეს
აქ მოდი, აქ,
ჩაგაძაღლებენ,
არსად წახვიდე.
ვიცი ამ ქალაქში რწმენა დაკარგე და ფიქრობ ალბათ, რო მაგარი ჩმორი ხარ,
გამოგიტყდები, მაგრა გატრუხდი
მარა რო დარჩე შენთვის ჯობია,
მოსკოვს რახანი ცრემლების არ სჯერა
აქ ატირდები, ხელს მოგაწვდიან,
მართლა აქ დარჩე, შენთვის ჯობია.
__
ღმეერთო როგორ კანკალებ,
ღმერთო როგორ გცივა
ჩემთან წამოდი ფეხებს გაგილღობ,
ცხელ წყალს ჩაგისხამ ტაშტში
მოდი პატარავ,
მოდი აგიყვანო და ჩემთან წაგიყვანო,
წამო შეგიფარო ღმერთო.
შენიშვნები:
__ – გამოხატავს ერთ წამიან პაუზას, სიჩუმეს
| – ეს ნიშანი, აღნიშნავს სიტყვაზე მახვილს (| ხო, ამისგანაც დამიცავი, მარა სუსიც დაიცავი შენი ზედამხედველობისგან)
3 – ჩემმა მეგობრებმა არ გაიგონ…
ჩემმა მეგობრებმა რო გაიგონ… – პატარა შრიფტი იკითხება ჩურჩულით, შემდეგ, შრიფტის ზრდასთან ერთად იმატებს ხმა.
4 – ღმ|ერთო – ამ ადგილზე განსაკუთრებით ხმამაღალია მახვილი, შესაძლოა მახვილის გასაძლიერებლად გულზე მუშტის დარტყმაც.
The poem was published on the French literary portal of contemporary poetry TAPIN2
PRESS
poem published on French