ლოტის ცოლის მზერა/ Gaze of Lot’s Wife – Installation

ლოტის ცოლის მზერა/ Gaze of Lot’s Wife 
Installation

Conteftion

The tunnels through which the Soviet Government used to drag tortured victims of the system was turned into New Chimerion. The venue of this installation was founded by “Tsisperkhantselebi” (Order of the Blue Horns). The Soviet Government destroyed this space of art’s freedom immediately upon their arrival. On one of the walls of the old ”Chimerion” there was a fresco of Paolo Iashvili, (a poet, one of the main ideologists of the Order), depicting him with pigeons around his head against a blue background. This fresco, too, was destroyed upon establishing the Soviet rule. Blood spilled by the Soviet mentality still leaks into our homes from the Soviet Union’s ruins. Our life is saturated with bloodthirst. Constant fragmentation of the society, demonization of the minorities and attacking them is our everyday life. Our society, gazing backwards like Lot’s wife is losing the future, losing the connection with time and space and is slowly turning into a pillar of salt. The Order of the Blue Horns chose red dianthus flowers as their creative symbol, pinning them on their jackets, but during the Soviet era those flowers became a symbol of grief, as they still are today.

 

კონცეფცია

გვირაბები, რომელებითაც საბჭოთა ხელისუფლება საერთო საფლავებისკენ მიათრევდა სისტემის მსხვერპლ, ნაწამებ, დახვრეტილ ადამიანებს ახალ ქიმერიონად გადაიქცა. ადგილი, სადაც ეს ინსტალაცია გაიმართა, პოეტურმა ორდენმა ”ცისფერყანწელებმა” დაარსეს და საბჭოთა ხელისუფლებამ ხელოვნების თავისუფლების ეს სიმვრცეც მოსვლისთანავე მოსპო. ძველი ქიმერიონის სერთ-ერთ კედელზე გამოსახული იყო პაოლო იაშვილი (“სიფერყანწელთა” ორდენის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, პოეტი) თავსშემოხვეული მტრედებით ცისფერ ფონზე, ეს ფრესკაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გაანადგურეს. სამი ათწლეულის წინ დაშლილი სსრკ-ს ნანგრევებიდან ისევ მოჟონავს ჩვენს სახლებში საბჭოთა მენტალობით დაღვრილი სისხლი. ჩენი ცხოვრება სისხლის წყურვილითაა გაჯერებული. საზოგადოების მუდმივი დანაწევრება, უმრავლესობისგან უმცირესობის დემონიზება და თავდასხმები ჩვენი ყოველდღიურობაა. ჩვენი საზოგადოება ლოტის ცოლივით უკან მიპყრობილი მზერით კარგავს მომავალს, წყვეტს კავშირს დროსა და სივრცესთან და სადაცაა მარილის სვეტად გადაიქცევა. ”ცისფერყანწელები” წითელ მიხაკებს თავიანთ შემოქმედებით სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და პიჯაკებზე ჰქონდათ მიბნეული, საბჭოთა დროს კი მიხაკები გლოვის სიმბოლოდ გადაიქცა და ასეა დღემდე.

ინსტალაცია წარმოდგენილი იყო რუსთაველის თეატრში ”ახალი ქიმერიონის” გახსნაზე. 2018 წ. 18 – 28 ივნისს.

 

 

POSTERS


TEASER

VIDEO


CONCEPTION


PHOTO

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *