* (God, give me strength and courage / ღმერთო, მომეც ძალა და ღონე) Instalation

* (God, give me strength and courage / ღმერთო, მომეც ძალა და ღონე)  Instalation

შერეული ტექნიკა 300 x 180 სმ.
        უსათაურო (2024)  

“ღმერთო მომეც ძალა და ღონე”

ჩვენი მარტოობის საუკუნეში, ადამიანები ყოველგვარ ძალას უხმობენ გადარჩენისთვის. ხშიად ინდივიდუალური გადარჩენის მიზნით, ჭარბი და არასწორი მოხმარებით საერთო გარემოს გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ. ნაგვის ხელახლა დატვირთვა სოციალური, პოლიტიკური და ვიზუალური მნიშვნელობებით მწვანე პოლიტიკასთან ერთად, ერთგვარი ჰუმანური აქტია ნივთების სულთან. ნამუშევარში გამოყენებული ენერგეტიკული სასმელის ქილები დიდხანს გროვდებოდა ქუჩებში, ბარებში და კაფეებში, ამ პროცესში ასევე ჩართული იყო მაყურებელი, რომელიც გალერეასთან ტოვებდა თუნუქის ქილებს. თუკი ჯვართან მდგომ მლოცველში სულიერი და ფიზიკური ძალის ძიება იყო დანახული, ლოცვასთან კავშირი არ იყო შემჩნეული ენერგეტიკული სასმელების დალევასა და სპორტდარბაზში ვარჯიშს შორის, ამ ნამუშევრით კი ეს კავშირი იკვეთება. ზაქარია ფალიაშვილის მუსიკას მისი დრამატიზმითა და ჰეროიკული ტექსტით ინსტალაციაში დღევანდელი კონტექსტი შემოაქვს, სადაც სულიერი და ფიზიკური ძალის ძიება ყოველდღიურობაა.

 

ტექსტის ნაწყყვეტის  ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან – “დაისი”

” – არასდროს, არა!
– გევედრები, გემუდარები!
ღმერთო მომეც ძალა და ღონე, 
შენის მადლით შთამაგონე.

მტერი ბარში გადმოსულა, დაურბევია სოფლები,
გაღმა მხარეს მოსდებია ურჯულოთა ურდოები,
რაღას ვუყურებთ, რას ველით,
მტერს ლახვარი გულში ჩავცეთ.

იქიდანაც შველას გვთხოვენ,
ყველგან ირაზმება ჯარი, 
რაღას ვუყურებთ, რას ველით,
მტერსა დავცეთ თავსა ზარი!”



ინსტალაციის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი.



ART TALK

Arti in context – Social and invironmental crisis in Georgia 


Galleria Window project And Heinrich Boill office 

Tutasay – Moderator
Salome Jashi – film Documentarian 
Natalia Vatsadze – Artist and curator 
Andro Dadiani – multidisciplinary artist 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *