/R. M./ მელია-ტულეფია

ready-made
(ზურაბ ქარუმიძე – ”მელია-ტულეფია”)

სასტუმრო ”გრანდ-ოტელის” ყველაზე დიდ ნომერში,
მტკვარს რომ გადაყურებს,
ორნი არიან – შაქრო და მერიონ.
შუა ოთახში მრგვალ მაგიდაზე დევს ხილით სავსე ლარნაკი,
შუშის გრაფინით – ლიმონათი,
ორი თეფში და ჩაროზის დანა-ჩანგალი.
კუთხეში კონსოლის პატარა მაგიდაზე დგას პატეფონი
და გამოსცემს ჯაზურ ბგერებს,
ფანჯრიდან შემოსული ცხელი ჰაერის თანხლებით:
გარედან მონაბერი სიო ვარდებით მოქარგულ ფარდებს ბერავს
და აფრიალებს.
თეთრებში ჩაცმული ქალი და შავწვერა მამაკაცი,
შავ ახალუხსა და გალიფეში ლიმონათს წრუპავენ,
თან ბაასობენ:
– ეს ჯაზია, შაქრო,
მუსიკა, რომელიც ნიუ-ორლეანელმა ზანგებმა
და კროელებმა მოიგონეს.




სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About





გამოქვეყნებულია ლიტერატურულ ჟურნალში ”არილი”
2018 (ნოემბერი) 11 (277)

2 thoughts on “/R. M./ მელია-ტულეფია

  1. Hello! Do you know if they make any plugins
    to help with Search Engine Optimization? I’m trying to get my website to
    rank for some targeted keywords but I’m not seeing very good results.

    If you know of any please share. Many thanks! You can read similar
    text here:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *