/R. M./ ”იცით ალბათ”

ნენე გიორგაძის ფეისბუქ სტატუსი


იცით ალბათ,
ქართველების უმრავლესობა მხოლოდ სისხლზე და გენიტალიებზე ეღგზნება,
იდეები კი მუხლისხოხვით საძებნელია.


“ძირს უსამართლობა,
ძირს ჩაგვრა,
ძირს ჰომოფობია,
ძირს ბლა-ბლა-ბლა”
– ამბობენ აღგზნებული ქართველები და მუშტს კრავენ ცაში.
მუშტით კი საქმე რომ არ კეთდება,
ეს ჯერ კიდევ არაცივილიზირებულმა ქართველებმა იცოდნენ,
ისინი მუშაობდნენ დილიდან ღამემდე, ხნავდნენ და თესავდნენ,
მერე, ცივილიზაცია როცა მოგვიახლოვდა, ჩადიოდნენ მაღაროებში
და ამოჰქონდათ თავიანთი გაჭვარტლული ოფლი…

“ძირს უსამართლობა, ძირს ჩაგვრა…” –
ყვირიან აღგზნებული ქართველები მისამღერით “-ჯოს” “-ჯოს” “-ჯოს” “-ჯოს” …

იცით ალბათ, ქართველების უმრავლესობა მხოლოდ სისხლზე და გენიტალიებზე ეღგზნება,
ყველაზე პოპულარული ებრაელი კი ამბობდა:
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
ძირს ბოღმა,
ძირს შური,
ძირს სქელი კანი,
ძირს სიყრუვე,
ძირს სიბრმავე,
ძირს კრეტინიზმი,
ძირს გონებაშეზღუდულობა,
ძირს ორმაგი სტანდარტები,
ძირს მწიგნობრები და ფარისევლებიო ბოლოს და ბოლოს…

ჰო,
იცით ალბათ,
– ქართველების უმრავლესობა სისხლზე და გენიტალიებზე ეღგზნება




სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

One thought on “/R. M./ ”იცით ალბათ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *