ჰაროლკდ პინტერი
”ხელოვნება, ჭეშმარიტება და პოლიტიკა”
(თარგმნა გია ბერიძემ)
ჩემთვის ცნობილია,
რომ პეზიდენტ ბუშს ჰყავს
მთელი რიგი კომპეტენტური ადამიანებისა,
რომელებიც მოხსენებებს უწერენ,
სიამოვნებით შევთავაზებდი ჩემს სამსახურსაც,
– აი, თუნდაც ასეთ მოკლე სატელევიზიო მიმართვას
(თითქოს უკვე ვხედავ მას ტელეეკრანზე:
დინჯია,
საგულდაგულოდ თმადავარცხნილი,
თავდაჯერებული,
გულწრფელი,
შიგადაშიგ მაამებელი,
მზაკვრულად მოღიმარე,
სიმპათური…
ერთი სიტყვით, – კაცური კაცი):
”ღმერთი სახიერია.
ღმერთ დიდია.
ღმერთ სახეირია.
ბინლადენის ღმერთ კი ცუდია.
ის ცუდი ღმერთია.
სადამის ღმერთიც ცუდი იყო,
თუკი საერთოდ ჰყავდა ასეთი.
სადამი ბარმაროსია,
ჩვენ არა ვართ ბარბაროსები.
ჩვენ ადამიანებს თავებს არ ვაყრევინებთ.
ჩვენ გვინდა მშვიდობა.
ღმერთსაც უნდა.
მე არა ვარ ბარბაროსი,
მე ვარ მშვიდობისმოყცვარე დემოკრატიის მიერ დემოკრატიიული გზით არჩეული ლიდერი.
ჩვენ გულჩვილი საზოგადეობა ვართ.
გულჩვილად ვაგზავნით ადამიანებს ელექტროსკამზე და გულჩვილად ვუშხაპუნებთ სასიკვდილო ინექციას.
ჩვენ დიადი ერი ვართ.
მე არა ვარტ დიქტატორი.
ის კი არის.
მე არა ვარ ბარბაროსი.
ის კი არის.
ის ნამდვილი ბარბაროსია.
ისინი ყველანი ბარბაროსები არიან.
მე ვფლობ მორალურ ავტორიტეტს.
ამ მუშტს ხედავთ?
აბა, უსუნეთ” .