The Sound of Silence

მაგისტრატურის სტუდენტი ვარ,
თითქმის ოცდაოთხის.
ერთმა გოგომ დამპატიჟა ლუდის ბარში,
გული საშინლად მიცემდა,
სისხლში ვიაგრას იაფფასიანი სახეობა იხსნებოდა, მაგრამ მაინც მეშინოდა,
ხომ შეიძლება, არ ამდგომოდა?!
ლუდის და ჭვავის სუნი იდგა,
ნაბახუსევი უცხოელები
ბლანტ სიცილს ურევდნენ
სიგარეტის კვამლით გაჯერებულ დარბაზს
და მდორე ერთობით გვკრავდა
,,The Sound of Silence“
1964 წლის ორიგინალი.
ის თავს არხევდა გიტარის რიტმზე,
სელფებს იღებდა, ჩექინდებოდა და თან მაქებდა, დიდი ნიჭიერი ვიღაც ხარო…

ნიჭიერი ტიპები მეც სულ მიზიდავდა.
ბავშვობაში, როცა ნიშნებით ვზომავდი ნიჭიერებას, ერთ ხუთოსან ბიჭს სკოლის პადვალში ვწოვდი ხოლმე, მერე ადგა და ,,გამიბაზრა“,
პიდარასტიაო…
,,კაიბიჭურად“ მოიქცა.
(უფრო მძიმეა ეს ისტორია
ვიდრე ამ ლექსში,
მაგრამ იყოს აქ ასე.)
ჰოდა ამომოტივთივდა ეს ამბავი
აქ, ლუდის ბარში,
თვალებში ვიაგრას ნაირსახეობა მაწვება, საფეთქლებშიც,

პენისში ხომ ერთბაშად
და ერთ შეხებას ითხოვს რომ აფეთქდეს. და რომ არა?
რომ არ აენთოს?

მეშინია პირველი გოგოსი, რომელმაც შეიძლება დღეს მაკოცოს და მე არ ამიდგეს.

მაშინებს გოგო რომელსაც მოვწონვარ და არ მანებებს თავს მოგონებები, ხუთოსანი ძველიბიჭი,
ჩემი სკოლის პადვლები
და გაბაზრებული პიდარასტობა.


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *