არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი

(ციკლიდან ”დავითის ფსალმუნები”)

ღმერთი სიყვარულია,
რადიაციული სიყვარული ანტიღმერთი.
თვალებში გაყინული შიში, უიმედობა.
დაუშოშმინებელი სევდა სოკოებადაა სხეულს მოდებული.
სიკვდილის ფორმულაა, გიყვარდეს გარეწარი!
დღეში სამჯერ გამოგიწვდის სუფრის კოვზით
სიკვდილის მცირე-მცირე დოზებს
და გამოზოგილი სიამოვნებით გიყურებს მერე.

დაფარულია ზიზღის სოკოებით ჩემი ორგანოები.
ობისფერი, მომწვანო-მოყვითალო სოკოები.
ჩემი ფილტვები, ძილის დროს შენსკენ რომ თბილ ჰაერს უბერავს…
ჩემი გული დარდის ჩირქიანი ბუშტუკებით მოვარაყებული,
ჩემი ვენები, – იაიას ფესვები, კანს რომ მისერავს.

ნეტარ არიან მორწმუნენი,
მიეყრდნობიან ხატებს და ატირდებიან.

მე ვის შევტირო

გაზაფხულს ახლა ყვავილობა კი არა, ლპობა მოჰყვება.
მოუთმენლობით დამძიმებული მირახრახებენ
თავდაღმართში მდინარეები.

არ შეიძლებაბა ჩემი სისხლი იყოს წითელი…
არ შეიძლება,
არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი…
გადმომაყარე ოლეანდრები!

(! ! ! )
(გუგლის საძიებელი მეუბნება, რომ ადამიანი მხოლოდ სხვაზე გაწეული სიკეთით შეიძლება იყოს მეორეზე უპირტესი.* ერთხელ მაინც გამოიჩინე სიკეთე.და რომანტიული შეყვარებულივით მოდი აივნიდან.და გადამიხსენი ვენები.და გაუშვი რადიატორებში.და მოითბე ხელები სხვების სიყვარულისთვის.)

ყინული მალღვება ტანზე
აქ
ამ ზეთისხილის ხეების ბაღში
ტუჩებს ამბორით მითბობ.
ცაზე ყრანტალებენ ყვევები.
ნაცრისფერი სქელი ღრუბლები
და ყვითელი ოლეანდრები.
ტკივილი.
ქარი.
ქარი
ტკივილი
ნაცრისფერი სქელი ღრუბლები
და ყვითელი ოლეანდრები
ოთხშაბათია, უსათუოდ კარგის ნიშანი
არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი
და ყვითელი ოლეანდრები?


აუდიო ვერსია


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About




გამოქვეყნებულია 1 TV – ”ელექტროლიტზე”
2019 წ.

One thought on “არ შეიძლება ჩემი სისხლი იყოს წითელი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *