„და“ – კავში და a moll

გელა მეგრელიძის მონათხრობიდან
2021. 05. 07

 


7-6 წლის
6-7 წლის დაახლოებით

მუხათგვერდზე მამა ასწავლის ველოსიპედის ტარებას ექვს-შვიდი წლის ბიჭს.
სასაფლაოსთან
ხელები არ ჰყოფნის იმდენს უყურებს
(„და“)
თვალები

უმჯობესია იქეთ, სადაც სწორია

იქეთ
ლორთქიფანიძის პერსონაჟი – მშიერი მტრედი, საფლავის ქვიდან დაღუღუნებს მკვდარს, („და“) პურს რომ უფშვნიდა

(„და“) იქით („და“)
სადაც ბიჭი სწავლობდა წონასწორობას მიქრის („და“) ახლაც, 40 წლის მერე გაოფლილი და მკერდგაღეღილი

a mooll a moooll

a moll შემოფენილი კეფაზე

(„და“) a moll a moll a moll a moll 


გინდა კიდევ მოგიყვე მუხათგვერდზე და ჩემ ველოსიპედზე?

წვიმიან ქარში ველოსიპედის ტარებისას გული მიფანცქალებდა ქარში

მოკლედ, იქ იყო ჩემი ძმა. 6 წლის იყო. მე ოთხის ვიყავი რო დაასაფლავეს. მერე 40 წლის მერე მამაჩემი მოკვდა და საბურთალოზე დავასაფლავეთ რომ დედაჩემს იოლად ეარა საფლავზე. ჰოდა შვილიც გვერდზე მივუწვინოთო გადაწყვიტეს და წავედი და ამოვთხარე ის ძმა. ძვლები იყო პატარა, 6 წლის ბავშვის. ტანსაცმელი ვიცანი, დედას შეკერილი, მეზღვაურის ემბლემით ( ეტყობა 4 წლისას აღფრთოვანებაში მოვყავდიბიმ ღუზიან ემბლემას და სადღაცა ჩამრჩა, სულ ტივტივებდა ქვეცნობიერებაში, რომ დავინახე ეგრევე გაცოცხლდა) კიდევ თავის ქალა იყო პატარა, და უუუუუუუაააააამრავი ოქროსფერი თმა. ეს თმა ხომ იზრდება სიკვდილის მერეც და ეტყობ გაიზარდა და გაიზარდა და ეს ძვლები და ქალა და ტანსაცმელი სულ თმებში იყო გაბლანდული. მოკლედ ჩამილაგეს ეს ყველაფერი პატარა ფიცრის ყუთში და მიდევს მუხლებზე მანქანაში და მოვდივართ ასე. მუხათგვერდის გზა ხომ იცი, სულ მიხვეულმოხვეულია, ჰოდა როგირც პატარაობაში მახსოვდა ველოსიპეტით მოსახვევში რომ შევდიოდი და გული მიფანცქალებდა ქარში, ზუსტად ასე მოსახვევში მიფანცქალებდა გული – ძვლები რომ გადარაკრაკდებოდა ყუთში და გადმორაკრაკდებოდა. ჰოდა წავიღე საბურთალოზე და მივუდე მამაჩემს გვერდზე, მერე დედა მალევე გახდა ავად, სულ რამოდენიმეჯერ იყო საფლავზე. ტყუილა შევაწუხე ჩემი ძმა. ახლა სულ მგონია, იმასაც თავისი მუხათგვერდი ენატრება და ჩემს ძველ ველოსიპედსაც, მწვანე “მინსკი”, დაკეცილი მიგდია ახლაც სარდაფში.

– დაკავშირება
– ლა მინორი!

a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll „და“ – კავშირი და a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll, a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll a moll



შენიშვნა: 
a moll – არის ლა მინორი და როცა ქარი ქრის, ის გამოცემს ბგერა ლას

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *