დუმიტრუ ფანფაროვი – ომის ლექსი

გეთანხმები, ყველა პოეტი ძაღლია!
მაგრამ დამიჯერე კარგია მათთან სიახლოვე.

როცა ფერმკრთალი მეძავი მიდის
და ჩვენ ისევ სიბნელეში ვრჩებით,
როცა შენ სიბნელეში ასრულებ შენს ქორწინებას
მის დასაბრუნებლად ჩვენ მატარებლებს ვკბენთ და ვკბენთ.
დათვლა ძნელდება, ვწესრიგდებით და მე…

მე რაც შემეხება, როცა გაბრაზებაზე უფრო ლამაზი აღარაფერია,
ქრისტე კარგი ქმარი და კარგი მამაა,
მეზობლებს იწვევს წვეულებაზე,
შეიძლება არც დაიჯეროთ

კიდევ რაღაც-
ისტორია ილუზიაა,
იმდენი ფოთოლი იმდენი სარეველაა,
სანამ ჩაფხუტიანი სალვატორ მუნდი
არ შემოვა შენს ნეკნებში ბაიონეტით…


თქვენს თავში პატარა ტყვიისგან ჩამოსხმული ჯარისკაცი თამაშობდა ნაქსოვი ცის ქვეშ
ყველანი მწყობრში ვლაგდებით,
ზემოთ მთვარე ჰგავს დაკბენილ ფრჩხილებს
აქ არიან მებრძოლები და აქ არიან ლოცვების აღმსრულებლებიც, გაღვიძების და დამამშვიდებელი აბების შემკვეთები
და ვინ გადაყლაპავს ხვალ მათ?

აი, უპატრონო ბავშვები,
მათ ისევ ნაძირალებს ეძახიან,
მეც მინდა დავწვა ისინი,
მაგრამ შენი ფინჯანი მეუბნება, ბოდიშს ვიხდიო.


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *