* * * (ეს იყო ადრე ღრმა ბავშვობაში)

ეს იყო ადრე, ღრმა ბავშვობაში
ჩემს პირველ ბიჭთან შესახვედრად ვიპრანჭებოდი,
გარდატეხის ასაკის პრიშიკებს დედაჩემის ტონალურს ვუსვამდი,
ჩემი უმცროსი დისთვის გადანახულ კარაქს ვიპარავდი მაცივრიდან ანალური სექსისთვის,
და მაშინ ჩემს ერთადერთ პარტნიორთან ვიპარებოდი.

ომიდან დაბრუნდა.
ახლაც იმისკენ.

ახლაც იმისკენ,
გაუპრანჭავად.
ახლაც მის კართან,
ათრთოლებული.
ახლაც მის სახლში,
მის დაკრძალვაზე.





სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *