მე ვარ ყველაზე სათუთი ადამიანი, რომელიც გინდოდა ოდესმე მაინც ყოფილიყო შენს სიახლოვეს.
მთრთოლვარე.
როცა კი დარბაზში შევდივარ, მთელი ოთახის სუნთქვა მეკვრება,
აი გაჩერდა ისევ.
თქვენ ვერ შეამჩნევდით.
ეს მე ვარ შენი სუნთქვაშეწყვეტილი წინადადება, შემომხედე.
არა უშავს, შეგიძლია შემომხედო.
მე ვარ ზუსტად იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი, მე ვარ ერთ-ერთი ძლევამოსილი ბიჭი მე ვარ მხეცი უბზინვარესი ბეწვით ტანზე, თავისთავად ცხადია ამას არ ვთვლი ასე და საუკეთესო მტკიცებულება ეს იმის, რომ შესაძლოა უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება მოვახდინე
ჩემი ასაკისთვის მეტისმეტად გონებამოქნილიც ვარ…
უფრო ყურადღებიანიც ვარ ვიდრე გგონია.
რეგიონული ლიგის ყველაზე დიდი იმედი!
მე ვარ საუკეთესო მტკიცებულება.
საუკეთესო მტკიცებულება თუ რა?!
მადლობელი ვარ გამოსვლის შესაძლებლობისთვის
რა თქმა უნდა მომზადებული მოვედი,
ორ ფეხებზე შეყენებული დუნდულები,
გონებასხარტი…
მე ვარ შენი სიცოცხლის სიყვარული,
ყველაფერში მოკირკიტე ახალგაზრდა ქალი
მე ვარ წყლულის ხამ, სამწუხაროდ იმ თაობის ხმა, რომელიც მეტყველების ნაცვლად ხშირად ბლუყუნებს, ამ მხრივ მე გამონაკლისი ვარ და მაღალი რეპუტაციის მქონე, საზოგადოების პატივცემული წევრი, ამ კლასის პრეზენტაბელური ნაწილი. მე ვარ ამ საზოგადოების ნაღები თქვენს ცხოვრებაში,
ჯანდაბა!
მე ნამდვილი, ნამდვილი ცენტრი დან ნამდვილი გული ვარ
ხალგაზრდა ვიყავი და მაშინაც, ახლაც შენი გზის საიმედო ნაწილი ვარ,
კლდე შენს ზუსგსუკან, უფრო მეტად ხელჩასაჭიდი ვიდრე გგონია
გამონაკლისი
მე ყოველთვის განსაკუთრებული ვიყავი და ყოველთვის
გამონაკლისი
ოჯახის ყველაზე დიდი სიხარული მე ვარ,
ნარნარი, ხმატკბილი, ხუჭუჭა სახელი,
ვერცხლის ძაფივით გამოცანებიც მე ვარ და ნახეთ,
ყველანი მე მიყურებთ,
ყველაფერი დამავიწყდა.
ანდრო დადიანის და ჟოზეფინე ბერგჰოლცის თარგმანი
Home Project Poetry Visual art Texts About