თარგმნა დავით თარბამ და ანდრო დადიანმა
ტექსტს ახმოვანებს მსახიობი გიგი რეხვიაშვილი
საკლასო ოთახები დანტეს ხმამ დატოვა,
მასწავლებლებს დაევალათ გმირების აღზრდა,
არავის სჯეროდა ცხადია მათი და
ცრუმორწმუნეებმა აავსო ქალაქის მოედნები.
საკმარისი იყო სულ ორი ბოძი,
ერთი მაგიდა, დაფარული ღია წითელით, თეთრით და მწვანით,
გარდაუვალი რამდენიმე მკვეთრი სიმბოლოც:
შავი ქსოვილი, ფრთებაშლილი დიდი არწივი და
წვრილ-წვრილი კალის ან გრძელი, ხის ყლორტები.
არასდროს ყოფილა სანახაობა ისეთი მდარე,
როგორიც იმ წლებში,
იმ აღლუმებზე.
მეგობრულ თანხმობით
სასურველ დიდებას
იმკობდა პატარაც და დიდიც,
ათობით ათასი ახალგაზრდა
იდგა დიდების რიგში,
ერთნი, “რჩეულნი” წინ იდგნენ,
დანარჩენები ზურგსუკან, მწკრივში,
იყო მაისის განთიადები, იყო ივნისის დილა,
ღარიბთა კუნძული იყო იტალია,
გარშემო სოფლური სიმშვიდე იდგა,
ლამის მიტოვებულ სახნავ-სათესებში
მზეს შემღეროდნენ გლეხი კაცები,
რკინის მჭედლები და ნეკერჩხლები,
ქარი იჭრებოდა იმათ რიგებში
და მართალი იყო ქარი!
დროშები რომელიც იმათ არ ცნობდა.
წრეზე ფრიალებდნენ ცაში.
აუდიო ვერსია, კითხულობს გიგი რეხვიაშვილი