სარაბანდა დავიწყებულ სასვენ ნიშნებს

 

სუსტი შუქი ცაზე, ისიც გარდაუვალი აუცილებლობით

ქინძისთავებით დაჩხვლეტილი ლექსები
ნახვრეტები ფარდას -

მე დაგინახავ, შენ ვერა.



ბრმა მამა მიჰყავს ქალიშვილს კლინიკაში კბილების ამოსაღებად და ამშვიდებს, – შენი შიში ჩავლილ დაღმართებს მამავ!

შენი შიში დაღმართებს!


შენი შიში კი დახვრეტილ ფარდებს!

ფუფუნებაა ახლა საკუთარ ძილში ძილი
სიზმარში ახსნილი სიზმარიდან, – უნდა ვიდგე და ვდგავარ აქ,

გაყინული მუხლების გალობა,
შენთვის დამბალი ლუკმები ხელში,
გამონაყარი გამორწყულია სახიდან
საყელოც გასწორებული და
მოლოდინები მისვია თვალებზე.

>როგორც მიწაში აღმოჩენილი ძვირფასი ლითონი აწკრიალდება ხოლმე სინათლითაწკრიალდება მთელი თავისი ტრაგიზმითამქვეყვიური შეხედულებების ზუსტი შუქით, ასეზუსტად ასეწყალნი გატკბებიან კოკაში და კარიბჭენი განიხვნებიან ყურთამდე იდუმალ ცათაოღონდ ქ გაიარე…

გინდა ღამე გატეხე და გინდ დღე გაამთელე,

გინდ გამოაკელი და გინდ მიუმატე,
უკან არ მიიხედო, – თავს ვეუბნები,
-
სახლი კუბოა,

კუბო კუბოა რაც გინდა ცარიელი იყოს,

კუბო ბებუთია,

გენეტიკური ესტაფეტაა და

შუქურასავით მშვიდობაა ქალაქის ბოლოს…



ამას წინა ერთ ამერიკულ რომანს ვკითხულობდი, – „ოკინავაზე ამერიკელთა ფლოტს წიწილებიანი პიჟამები დაურიგდა“, და იქ წერია , – „სამყარო არასრულყოფილი ღვთაების ქმნილებაა,
ვისი ღვთაებრიობაც ნულის ტოლია“



მე ისევ აქ ვარ, ფარდის უკან, 

გადაღლილობა სულის ყაყაჩოა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *