Autumn flowers / შემოდგომის ყვავილები (performance)

2014 წლის 10 ნოემბერს თბილისში მოკლეს ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი, მას შემდეგ სამი წელი გავიდა, ეს პრეცედენტი სტატისტიკად გადაიქცა, ყოველ წელს თითო ტრანსგენდერი ქალი იღუპება, სამი გარდაცვლილი ქალიდან ერთს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და დაწვეს საკუთარ სახლში, ერთს ყელი გამოჭრეს და ორმოც დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო ერთის საქმე დღემდე გამოუძიებელი და ბურუსით მოცულია, ჩვენი სზოგადოების უდიდესი ნაწილი კი გულგრილია ამ ფაქტების მიმართ. ანდრო დადიანის პერფორმანსი “შემოდგომის ყვავილები” ეძღვნება გარდაცვლი ტრანსგენდერების ხსოვნას და შეგვახსენებს ჩვენს ქალაქს, ჩვენს სოციუმს, რომელიც ჩვენი უმოქმედობით უმცირესობების სასაკლაოდ გადაიქცა. პერფორმანსი მზადდება არასამთავრობო ორგანიზაციის ”Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა”-ს მხარდაჭერით.

TEASER


PHOTO
 

PRESS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *