Choreographic performance – I’m / მე ვარ
Circe – Experimental Platform for Dance and Theatre presents Andro Dadiani’s performance:
Choreographer: Natia Chikvaidze
Performers: Natia Chikvaidze, Nika Chikvatia
Music: Anushka Chkheidze
Animation: Tata Managadze
Costume, Stage: Andro Dadiani
Photo: Saba Rama, KOI
CONCEPT
Who am I, if I never endlessly immerse myself in my body, I cannot calm down and change anything around me? Who am I, who has the Peace in front of me but I cant reach it?
Who am I, so incapable, and who (what) is ” It ” which can unite us?
One of the most polluted air in the world is in Tbilisi. More and more people are becoming ill. There are more dead rather than a living creatures here. Economic-political stagnation in the country has become an irreversible process.
To rid himself of these environmental disasters, of loneliness, of hopelessness, of failure in public or private spaces, one begins to separate himself from the environment, to ask questions, to try to get out of his own limited context. When one cannot continue the phrase
– ”I am”, when one’s being is wrapped in a tranquil breeze, one loses his shadow and strives to live in harmony with the material as he no longer experiences matter.
Performance is a woman’s reflection on the politically, environmentally, mentally polluted environment that led her to change her genetic code.
Project is supported by Tbilisi City Hall, Women’s Fund in Georgia, Shota Rustaveli Film and Theatre University.
მე ვარ
ქორეოგრაფიული პერფორმანსი ”მე ვარ” განხორციელდა 2019 წლის 16 ნოემბერს ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა ”კირკეს” მხარდაჭერით. შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის სცენაზე.
ქორეოგრაფი: ნათია ჩიკვაიძე
მონაწილეობენ: ნათია ჩიკვაიძე, ნიკა ჩიკვატია
მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე
ანიმაცია: თათა მანაგაძე
კოსტუმები: ანდრო დადიანი
ფოტო: საბა რამა, KOI
კონცეფცია
ვინ ვარ მე, საკუთარ სხეულში დაუსრულებლად რომ ვირყევი, ვერც ვმშვიდდები და ჩემს გარშემოც ვერაფერს ვცვლი? ვინ ვარ მე, რომელსაც სიმშვიდე ერთი ხელის გაწვდენაზე მაქვს და ვერ ვწვდები? ვინ ვარ მე, ასე უუნარო და ვინ (რა) არის ”ის” ასე რომ დაგვყო და ვეღარაფერი გვაერთიანებს?
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისშია, დაავადებული ადამიანების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ქვეყანაში გარდაცვლილების რაოდენობა შობადობას ორჯერ აღემატება. ქვეყანაში ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაგნაცია შეუქცევად პროცესად იქცა. ამ უიმედობისგან, მარტოობისგან, ეკოლოგიური კატასტროფებისგან, საჯარო თუ პირად სივრცეებში წარუმატებლობასგან თავის გასათავისუფლებლად ადამიანი გარემოსგან გამიჯვნას იწყებს, კითხვებისთვის საკუთარ თავში ჩასვლას, საკუთარი შეზღუდული კონტექსტიდან ამოგლეჯის მცდელობას. როცა ადამიანს არ შეუძლია გააგრძელოს ფრაზა
– ”მე ვარ”, როცა ყოფა გამაბრუებელ ბურუსშია გახვეული, ადამიანი საკუთარ ჩრდილს კარგავს და სიცოცხლეს როგორც მატერიას ვეღარ განიცდის, ცდილობს მთლიანის ჰარმონიასთან მიერთებას.
პერფორმანსი ქალის რეფლექსიაა პოლიტიკურად, ეკოლოგიურად, მენტალურად დაბინძურებულ გარემოზე, რასაც გენეტიკური კოდის ცვლილებამდე მივყავართ.
პროექტის მხარდამჭერია: თბილისის მერია, ”ქალთა ფონდი საქართველოში”, შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი.
VIDEO
FRAGMENT animation
PHOTO: KOI, Saba Rama