/R. M./ ”საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი”

ready-made
ენდი უორჰოლი
(თარგმნა თეა სუბელიანმა)

საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი,
რომ ქალაქს სოფელი მირჩევნია.
სოფლად ჩასვლის იდეა მხიბლავს,
მაგრამ როცა იქ ჩავდივარ,
მაშინვე გამახსენდება ხოლმე, რომ;

სეირნობა მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.

ცურვა მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია,

მზეზე მიფიცხება მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.

ჩოგბურთის თამაში მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.

წყლის თხილამურებზე დგომა მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.

სიის გაგრძელება შეიძლებოდა,
მაგრამ აზრი მგონი გასაგებია;
პასუხი კითხვაზე რატომ ”არ შემიძლია”,
მარტივია
– იმიტომ, რომ ”ეგ ტიპი არ ვარ”.
ჰოდა, თუ ”ეგ ტიპი არ არის” ვინმე,
მაშინ ნურც ისეთი რამეების კეთებას მოსთხოვთ,
რაც არ შეეფერება.
შეიძლება შეუფერებელი რამეები თქვას კაცმა,
მაგრამ შეუფერებელი რამეები არ უნდა აკეთოს.

სულ ესაა.

გარდა ამისა,

როცა სოფლად ვარ, ტელევიზორის ყურება მიყვარს,
მაგრამ არ შემიძლია, რადგან სიგნალი ძალიან ცუდად იჭერს.



სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *