/R. M./ * ხშირად ხდება ხოლმე ასე

ready-made
(ჩაკ პალანიკი – ”ძილისპირული”
მთარგმნელი გია ბერაძე )

ხშირად ხდება ხოლმე ასე.
სიცილი და მუსიკა ფიქრებს შთანთქავს.
მათ ხმაური ახშობს.
ყველა ხმა ყურადღებას გიფანტავს,
ხელს გიშლის აზრების კონცენტრირებაში.
წებო თავს გტკენს.

ჩვენი აზრები უკვე ჩვენი აღარ არის,
იმიტომ, რომ შეუძლებელია საკუთარ თავში ჩაღრმავება,
უბრალოდ დაჯდომა და ფიქრი.
ხმაური საიდანღაც მაინც აღწევს.
მომღერლები ხმის ჩაწყვეტამდე გაჰყვირიან.
მკვდრები იცინიან,
მსახიობები ტირიან.
ყველა ეს ემოცია – მცირე დოზებით.

ვიღაც აუცილებლად აშხეფებს ჰაერში თავის განწყობილებას.
მაგნიტოფონები მანქანებში ვიღაცეების მწუხარებას, ბოღმას თუ დარდს აფრქვევენ.




გამოქვეყნებულია ლიტერატურულ ჟურნალში ”არილი”
2018 (ნოემბერი) 11 (277)


სხვა ლექსები

Home   Project   Poetry   Visual art   Texts   About

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *