Talaia Talaiata (interactive performance)

ტალაია ტალაიატა
(ინტერაქციული, ბგერითი პერფორმანსი) 

“ხე ფესვის სულიერი მდგომარეობაა”

ანდრო დადიანისა და პერფორმანსის თეატრ “მარგოს” მაყურებელთან ინტერაქციული პერფორმანსი “ტალაია-ტალაიატა”, ძველი შუმერული რიტუალიდან აღებული ფორმაა, რომლის პერფორმატიული, პირვანდელი სახე დავით ჩიხლაძესა და მარიამ შერგელაშვილს ეკუთვნის. ნამუშევრის ეს სახე, პერფორმანსის ბგერითი ინტერპრეტაცია კი ანდრო დადიანისაა. პერფორმანსის კონცეფცია ლექსად  დამუშავებულია ასევე ანდრო დადიანის მიერ, ფელიქს გვატარისა და ჟილ დელიოზის “რიზომას” მიხედვით (მირიან ებანოიძის თარგმანი). 

Poster by Lasha Shekiladze 

კონცეფცია: 

ანდრო დადიანის Ready-made, ფელიქს გვატარისა და ჟილ დელიოზის “რიზომას” მიხედვით

* * *

ხე–ფესვის ხატს იცავს,
ხის ტანს ნიანგი არ წარმოშობს,
ისევე, როგორც ქამელეონი
არ გადმოსცემს თავისი გარემოცვის ფერს.
ვარდისფერი პანტერა არაფერს კოპირებს,
არაფერს წარმოშობს.
იგი თავის ფერში რთავს სამყაროს
– ვარდისფერი ვარდისფერზე
– ეს მისი მსოფლიო ხდომილებაა,
რომლის მიზანია –
გახდეს შეუმჩნეველი,
უმნიშვნელო,
განახორციელოს რღვევა და
შექმნას თავის თავში გასხლტომის ხაზი,
ბოლომდე მიიყვანოს
საკუთარი ,,არაპარალელური ევოლუცია’’.
ენა რეალობაა,
თავისი არსით ჰეტეროგენული
საზომთა სხვაობებით,
სიმრავლეები ავსებენ
და იკავებენ თავ-თავის განზომილებას
გრძნობების დამტვრეული ხაზებით,
ცვალებადი სიჩქარეებით,
ნალექებით,
ტრანსფორმაციებით,
სუბიექტის ან სუბსტანციის
გარეგანთან კავშირით
რღვევით გაჭიმვით,
გაფართოებით,
დაუხურავი წრეებით.

– ხელოვნების ნაწარმი
რომელიც დაკავშირებულია არა „აღნიშვნასთან“
არამედ „გამიჯვნასთან“,
თუნდაც უცხო ადგილის „კარტოგრაფირებასთან“
იგი დაუსრულებელს ხდის იმას,
რასაც ბუნება აღარ, ან ვეღარ აკეთებს.
და ჩვენც ამაზე ვლაპარაკობთ:
განზომილების ერთეულები
ხაზები,
შრეები,
დანაწევრებები,
გასხლტომის და სიხშირის ხაზები,
მექანიკური მოწყობილობები და მათი მრავლობითობები
უორგანოებო სხეულები და მათი აგებულება…
ხელოვნების კანონი ასახვის კანონია,
– ერთი ხდება ორი…
იგი ქმნის სამყაროსთან რიზომას,
იგი ხდება სამყაროს არაპარალელური ევოლუცია.
რეგენერაციები,
გამრავლებები,
გამეორებები,
ჰიდრები და
გულწრფელად რომ ვთქვათ,
ამის შედეგებს თავს ვეღარ დააღწევ,
როგორც არ უნდა მოვინდომოთ,
აქედან მედუზებიც კი ვეღარ გაგვიყვანენ.


VIDEO

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *